საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა სია ცნობილია:
- მალხაზ ასლამაზაშვილი
- ნინია კაკაბაძე
- დონარა შონავა
- ზაზა შათირიშვილი
- იზაბელა ოსიპოვა
- ხატია ყურაშვილი
- ზვიად დევდარიანი
- ბესო ლილუაშვილი
- ნათია სირაბიძე
- ვლადიმერ ბოჟაძე
- ია მამალაძე
- ნათია კობერიძე
- ბაია პატარაია
- დავით კორახაშვილი
ვინ შეარჩევს სამეურვეო საბჭოს წევრებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი საპარლამენტო კომისიის შემადგენლობა პარლამენტის თავმჯდომარემ 23 თებერვალს დაამტკიცა:
სოსო გალუმაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, PR სააგენტო “ჯეპრას” დამფუძნებელი და კონსულტანტი
მამუკა ანდღულაძე – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მედიაპროგრამის მენეჯერი
ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი
ბონდო მძინარაშვილი – ტელერადიოკომპანია “ობიექტივის” მთავარი რედაქტორი
თინათინ რუხაძე – მუსიკოსი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი
ოთარ ტატიშვილი – ექიმი, ტელეწამყვანი
სალომე უგულავა – ჟურნალისტი, “ტაბულას” მთავარი რედაქტორი
ბასა ფოცხიშვილი – რეჟისორი, სტუდია 123–ის დამფუძნებელი
დავით ცხადაძე – კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე
კომისიამ კონკურსის შემდეგ საბჭოს წევრობის კანდიდატების სია პარლამენტს უნდა წარუდგინოს. პარლამენტმა კი წარდგენილი კანდიდატებიდან სამეურვეო საბჭოს 4 ახალი წევრი უნდა აირჩიოს.