Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბექაური და მაღლაფერიძე შათირიშვილის მაუწყებლის ბორდში „გაქაჩვაზე“ მსჯელობას უარყოფენ

05 მარტი, 2018 13:02

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარე კახა ბექაური სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის, ზაზა შათირიშვილის მაუწყებლის ბორდში გაყვანაზე მსჯელობას უარყოფენ. 

საქმე ეხება 26 იანვრის შეხვედრას, რომლის ამსახველი ფოტო „ევროპული საქართველოს“  წევრმა, თამარ კაკაბაძემ გაავრცელა. მისი თქმით, შემთხვევით მოხვდა იმ ბარში, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე,  გენპროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ბიგვავა და GNCC-ის თავმჯდომარე კახა ბექაური ზაზა შათირიშვილის მაუწყებლის ბორდში გაყვანაზე მსჯელობდნენ. 

თამარ კაკაბაძის მიერ გავრცელებულ ფოტოში დასახელებული ოთხი პირიდან სამის სახე ჩანს. 

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, მან მოისმინა მათი საუბარი, რომ ზაზა შათირიშვილი უნდა „გაქაჩონ” საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში.

„საუბარი იყო ხელფასზე, საუბარი იყო იმაზე, რომ მისი კანდიდატურის წინააღმდეგი იქნება „ქართული ოცნების” ერთი დაჯგუფება – კალაძის ფრთა. ისინი  თავს განიხილავდნენ, როგორც მეორე ფრთას, საუბრობდნენ, თვითონ ბორდში ვინ შეიძლება ყოფილიყო წინააღმდეგი, ვინ – მომხრე. მაღლაფერიძე პირდაპირ იძახდა, რომ შათირა არის მათი გუნდის წევრი, ბექაური ასევე ჩართული იყო ამ საუბრებში. ის უფრო განიხილავდა, ბორდის წევრებიდან ვინ შეიძლება ყოფილიყო მომხრე, შანსებზე საუბრობდა. ბიგვავა იყო ჩუმად, რასაც შევესწარი, ხოლო ნაცვლიშვილი კალაძის დაჯგუფებაზე საუბრობდა,” – ამბობს თამარ კაკაბაძემ „რუსთავი 2-თან” საუბრისას.

გუშინ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა  შესარჩევი ღია კონკურსის მონაწილეთა სია გამოქვეყნდა. ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე 14 განაცხადია შესული, მათ შორის, ერთ-ერთი კანდიდატი ზაზა შათირიშვილია. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა სია ცნობილია

შეხვედრის ამსახველი ფოტოს გავრცელების შემდეგ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარემ კახა ბექაურმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა. ის ამბობს, რომ ამ პროცესებში ჩართული არ ყოფილა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია „რუსთავის 2-თან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს საინტერესო თემა არაა და მას რატომ უნდა ელაპარაკა შათირიშვილზე. 

"მე როგორ შეიძლება ვლობირებდე ზაზა შათირიშვილს, გინდაც რომ მინდოდეს, "- ამბობს მაღლაფერიძე. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ შათირიშვილთან დაკავშირებით "კარგი პოზიცია" აქვს და მიაჩნია, რომ საქართველოში ერთი გონიერი ადამიანია. 

„რუსთავი 2-თან“ საუბარში მხარი დაუჭირა ზაზა შათირშვილს და აღნიშნა, რომ სადაც ის იქნება ასარჩევი ყველაფერს დაუჭერს მხარს.

“თქვენ მხოლოდ რამდენიმე კვირის წინანდელ შეხვედრაზე თუ მივუთითებთ, იმის მერეც შევხვდი რამდენჯერმე… ძალიან ხშირად ვხვდები მეგობრებს და ახლა გინდათ, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ურთიერთობა დაუკავშროთ პოლიტიკას? ყველა ადგილი, რაც კი საზოგადოებაში ასებობს, სადაც ზაზა იქნება ასარჩევი, ყველაფერს ვემხრობი და მხარს დავუჭერ,” – განაცხადა ლაშა ნაცვლიშილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^