Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაში: სიმბოლურია, რომ დღეს დარბაზში კობა ნარჩემაშვილი და გიორგი გახარია ერთად არიან

18 მაისი, 2018 17:32

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ. მინისტრის მიმართვის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხით (დებატებით) გაგრძელდა. ამ წუთებში დეპუტატები მინისტრს შეკითხვებს უსვამენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა მინისტრს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ დარბაზში კობა ნარჩემაშვილი და გიორგი გახარია ერთად არიან.

„დღეს გაჟღერდა 2003 წელი და ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს დარბაზში გვესწრება ჩვენი გუნდის ორი წევრი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც იყო მთავარი მოქმედი პირი 2003 წლის მოვლენების მშვიდობიანად დასრულებასთან დაკაშირებით და დღეს გვყავს გიორგი გახარია, რომელმაც ასევე 13 მაისი მშვიდობიანად, კონფლიქტის გარეშე დაასრულა. ეს არის დადასტურება იმისა, რომ ამ ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურა არასდროს არ წავა საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ,“ -  განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

შსს-ს მინისტრს დღეს პარლამენტში სამ საკითხზე უსმენენ:  

2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების შესახებ; 
შსს-ში მიმდინარე და დაგეგემილი რეფორმების შესახებ;
2018 წლის 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

გახარია 12 მაისის სპეცოპერაციაზე: ეს მხოლოდ დასაწყისია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^