Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC-ის იურისტი: მემანქანეები შიმშილობას იწყებენ, რაც სასამართლოს არ აუკრძალავს

03 ივნისი, 2018 17:24

მეტროს მემანქანეებმა დღეს გაფიცვა და პარალელურად შიმშილობა დაიწყეს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის ლელა გვიშიანის თქმით, მემანქანეთა პროფკავშირი ამ გზით სასამართლოს დაემორჩილა, მაგრამ თან პროტესტის რადიკალურ გზებს მიმართა.

„ერთობა 2013-მა“ გადაწყვიტა, რომ დაემორჩილოს სასამართლოს განჩინებას და გაფიცოს არასამუშაო დროებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მივიჩნევთ. ამავდროულად, მემანქანეები მიმართავენ პროტესტს ყველაზე რადიკალური ფორმებით - დაიწყება შიმშილობის აქცია“, - უთხრა გვიშიანმა „ლიბერალს“.

EMC-ის იურისტის თქმით, მემანქანეები იმუშავებენ მანამდე, სანამ მათ სამუშაოს გაგრძელების საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს, რაც მეტროპოლიტენის შიდაგანაწესში მკაცრად არის გაწერილი.

„გადაწყვიტეს, მანამდე მოემსახურონ ქალაქს, სანამ მათი ფიზიკური მდგომარეობა შესაბამისობაში იქნება თბილისის მეტროპოლიტენში დადგენილ შიდაგანაწესით დადგენილ ნორმებში. შიდაგანაწესში კი მკაცრად არის გაწერილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ნორმები. ეს ყველაფერი აბსოლუტურ შესაბამისობაშია კანონსა და თუნდაც სასამართლოს იმ გადაწყვეტილებასთან, რომელსაც მემანქანეები არ ეთანხმებიან“, - განმარტავს ლელა გვიშიანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^