თბილისის მერე კახა კალაძე მეტროს მემანქანეების გაფიცვას შანტაჟს უწოდებს „საკთარი თანამოქალაქეების მიმართ“.
„დაუშვებელია შანტაჟის საფუძველზე მერიამ მიიღოს არასამართლიანი და უთანასწორო გადაწყვეტილებები. სხვა შემთხვევაში მე არ ვიქნები მართალი ბაგა ბაღების პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ბრიგადების, დასუფთავების სამსახურის თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა წინაშე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებიან და ზრუნავენ თბილისსა და თბილისელებზე“.
კალაძემ ჟურნალისტებს დოკუმენტიც დაურიგა, სადაც მისი მტკიცებით, ასახულია მემანქანეებზე დარიცხული სარგოსა და სხვადასხვა დანამატის ოდენობა.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს გაცილებით მეტია ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველის, მეხანძრის ხელფასები“.
თბილისის მერი მეტროს მემანქანეებს „საკუთარი ეგრედ წოდებულ შრომითი უფლებების დამცველებს“. უწოდებს და ამბობს, რომ მათი პირობა ხელფასების 45%-იანი ზრდა იყო, რომელიც მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე უნდა მომხდარიყო.
„მე როგოროც თბილისის მერი არ დავშვებ, რომ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ან სოციალური ჯგუფების სუფსიდირების შემცირების ხარჯზე“.
კალაძის განცხადებით, დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.