Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების სამინისტროსთან IBSU-ის მხარდასაჭერად მისული სტუდენტები მინისტრს ხვდებიან

21 აგვისტო, 2018 16:31

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ (IBSU) მხარდასაჭერად განათლების სამინისტროსთან სტუდენტები შეიკრიბნენ. აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სტუდენტები მინისტრთან შესახვედრად შევიდნენ.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის თქმით, უმაღლესი სასწავლებელი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რადგან საბჭოს მიერ უმაღლესი სასწავლებლისთვის სტუდენტების მიღების შეწყვეტის გადაწყვეტილება უსამართლო და არგუმენტმოკლებულია.

IBSU-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უმაღლეს სასწავლებელს 2018 წლის 24-27 აპრილს საერთაშორისო ექსპერტ ენდი გიბსის ხელმძღვანელობით ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომლის დასკვნითაც უნივერსიტეტი ავტორიზაციის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით. თუმცა, საბჭომ ამის მიუხედავად, უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის განცხადებით, ამ ჯარიმის გამო ავტორიზაციის შეჩერება უსამართლოა. მით უმეტეს მაშინ, როცა უმაღლესი სასწავლებლის ქონება ჯარიმის საფასურს მნიშვნელოვანად აღემატება.

ამასთან, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის განცხადებით, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მხოლოდ მიმდინარე წელს 2 მილიონ ლარამდე ამცირებს უნივერსიტეტის შემოსავალს. ხოლო შემოსავლის შეზღუდვა მაშინ, როცა, საბჭოს მოსაზრებით, უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა სწორედ მატერიალური არასტაბილურობაა, არაადეკვატურია.

უნივერსიტეტი მხარდაჭერისთვის არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებას მიმართავს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის, თამარ სანიკიძის თქმით კი, შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების ერთი წლით შეზღუდვა კანონიერია.

„ვფიქრობ, საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა ძალიან მძიმე სურათი, რომელიც დღეს აქვს უნივერსიტეტს“, - განაცხადა სანიკიძემ.

მისი განმარტებით, უნივერსიტეტი გადასახადების გადახდას თავს არიდებდა, რის გამოც დაეკისრა ჯარიმა და აქვს დავალიანება სახელმწიფოს მიმართ. ეს გახდა სტუდენტების მიღების შეჩერების მიზეზი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^