Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მე არ ვამბობ, რომ უნდა წაიშალოს, მაგრამ ის თავიდანვე წაშლილია." - შათირიშვილი ვიდეოჩანაწერზე

19 სექტემბერი, 2018 14:22

12 სექტემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელში მაუწყებლის პროფკავშირების მოთხოვნით გაიმართა გაფართოებული სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საბჭოს წევრები, მენეჯმენტისა და თავად პროფკავშირის წარმომადგენლები. შეხვედრა ეხებოდა იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახალი სეზონიდან ახალ ხელშეკრულებაზე გადაიყვანეს. 

საბჭოს წევრის, ნინია კაკაბაძის თქმით, შეხვედრის მონაწილეების თანხმობით შეხვედრა ჩაიწერა და ვებგვერზე უნდა განთავსებულიყო. თუმცა არ განთავსდა.

აღნიშნული ჩანაწერი რამდენიმე დღეში მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარემ, ნინო ზაუტაშვილმა ოფიციალური წერილით მოითხოვა საბჭოსგან, რომელშიც მიუთითებდა, რომ ვიდეოს არ გაასაჯაროებდა  და რომ ეს მას სჭირდებოდა. 

ამ მოთხოვნის მიღების შემდეგ, ნინია კაკაბაძის თქმით, საბჭოს წევრებს შორის გაიმართა მიმოწერა - წევრთა ნაწილი, კერძოდ კი გია იაკობაშვილი, ვიდეოს გავრცელებას ეწინააღმდეგებოდა და მეტიც მის წაშლას ემხრობოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ვიდეო შესაძლო იყო, სპეკულაციისთვის გამოეყენებინა რომელიმე მხარეს. 

ნინია კაკაბაძის თქმით, გია იაკობაშვილს საბჭოს წევრი ზაზა შათირიშვილი დაეთანხმა. 

"ქურდულად წაშალა" - რა მოუვიდა საზმაუში გამართული შეხვედრის ჩანაწერს

მიმოწერის შემდეგ კაკაბაძის თქმით,  გუშინ (18 სექტემბერი) 6:30-ზე გია იაკობაშვილი მაუწყებლის შენობაში საბჭოს კანცელარიის თანარომელთან მივიდა და უთხრა, რომ საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ჩანაწერი უნდა წაიშალოს. გამოართვა მეხსიერების ბარათი და ჩანაწერი წაშალა.  

„ლიბერალი“ ასევე ესაუბრა საბჭოს წევრ ზაზა შათირიშვილს და ჰკითხა, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა ჩანაწერის გასაჯაროებას და რატომ დაეთანხმა გია იაკობაშვილს, რომ ჩანაწერი წაშლილიყო.

„მე იქ სხვა რაღაცა მიწერია. მიწერია, რომ ეს ჩანაწერი იურიდიულად თავიდანვე არ არსებობს. ხომ არის  განსხვავება პრივატულსა და საჯაროს შორის. თუ არ არის სხდომა პირდაპირი, მაშინ მისი ჩაწერა იურიდიული ნონსენსია". 

შეთანხმება ხომ შედგა შეხვედრის მონაწილეებს შორის. ადასტურებთ, რომ შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე შეთანხმდა შეხვედრის ჩაწერაზე? თქვენ დაეთანხმეთ?  

ეს ხო, მაგრამ ეს არის შინაგანი წინააღმდეგობა. ის, რაც არის პრივატული და არაოფიციალური, მისი ჩაწერა ნონსენსია. 

რატომ დაეთანხმეთ ამას დასაწყისში რატომ არ თქვით ეს შეხვედრის დაწყებისას? 

ნუ, ეს არის კიდევ ერთი წინააღმდეგობრივი მომენტი, რაც არსებობს თვითონ საბჭოში, მენეჯმენტსა და საბჭოს შორის. ეს არის გამოხატულება იმ შინაგანი წინააღდეგობის, რაც არის საბჭოში, საზოგადოებასა და სახელმწიფოში. რომ არაფერზე კონსენსუსი არ არსებობს. 

ანუ, არ ეთანხმებოდით, რომ ჩაწერილიყო. თუკი იყავით იქ, როცა შეთანხმდნენ შეხვედრის ჩაწერაზე, რატომ არ გამოხატეთ განხვავებული პოზიცია?

კი, ბატონო, ვიყავი, მაგრამ მთელი ამბავი ეს არის, რომ ასეთ აბსურდებზეა აგებული. 

რაც გულისხმობთ აბსურდში? 

იმას, რომ არსებობს სამართლებრივი პრინციპები, რომელსაც არავინ იცავს. არც ერთი მხარე. 

თუკი ასე ფიქრობდით, რატომ არ თქვით ეს? 

თვითონვე თქვეს, რომ არაოფიციალური შეხვედრაა. ეს დაახლოებით იცით, როგორი რამეა - ხორცი გაფუჭებულია, მაგრამ უნდა ვჭამოთ. თვითონ თქვეს, რომ პრივატული შეხვედრაა. პრივატული შეხვედრის ჩაწერა ნონსენსია. 

ისევ ჩაგეკითხებით, რატომ არ თქვით ეს? რატომ არ გააპროტესტეთ?

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რა შუაშია პროტესტი, როგორ შეიძლება აბსურდი გააპროტესტო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე ვარ ფილოსოფოსი და აბსურდში არ ვმონაწილეობ.

ელექტრონულ მიმოწერაში ბატონ გიას დაეთანხმეთ, რომ ვიდეო უნდა წაშლილიყო ?

მე შიგნით ვწერ ეგეთ რაღაცას. ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ უნდა დაინიშნოს ოფიციალური შეხვედრა. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, ის თავიდანვე წაშლილია. 

მე არ ვამბობ, რომ უნდა წაიშალოს, მაგრამ ის თავიდანვე წაშლილია. ეს ფილოსოფიური განცხადებაა, მაგრამ არის მომენტები, როცა სხვანაირად ვერ იტყვი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^