პროკურატურამ დღეს ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, მათი თქმით, 2018 წლის ივლისშია ჩაწერილი. „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერი კი, პროკრატურის ვერსიით, 11 ოქტომბერს არის ჩაწერილი.
პროკურატურის თქმით, ჩანაწერები იმ ბარათზე იყო, რომელიც გამოძიებას ი.პ-მ გადასცა.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ.
ამ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს: „ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ, რომ ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რო ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები, – ტყუილით აგაყირავებთ. მკიდია, რა.. იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ… ყველაფერზე წამსვლელი ვარ. რომ დავანგრევ საქმეებს, მერე ნახონ.. ბიჭო, კუთხეში მიმწყვედულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ. ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია, იმაზეც მადლობა თქვან..“
ნახეთ სრული ჩანაწერი
საუბრის დასაწყისში ვიქტორ ჯაფარიძე საჭმლის პრობლემებთან დაკავშირებით უსვამს კითხვას.
ვიქტორ ჯაფარიძე: რა ხდება, ცუდი საჭმელია
მირზა სუბელიანი რა უნდა იყოს ციხის საჭმელი... ჩვეულებრივი ბალანდაა... აღარ შემიძლია, რაც მინდა, არაფერი მოაქვთ, მიზღუდავენ ისედაც რაც, დაჩკებსაც ნორმალურად არც უშვებენ... სწორია ეს... უკვე ნერვები აღარ მაქვს... კაცი ყველაფერს გაუძლებ, მარა დამოკიდებულებაა, რა მიდგომაა...
ამდენი წელი ვემსახურე ამათ და რა მივიღე... ნორმალურად არც მივლიან...
ვიქტორ ჯაფარიძე: თუ რამე პრობლემაა, მითხარი და როგორც წესია, ისე მოგხედავენ.
მირზა სუბელიანი: კაი რა... ბოლომდე მწირავენ .. ვერ ხედავ, უკვე ყველაფერზე მიდიან... ბავშვებზე, კალანდიაზე უნდათ გასვლა, ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ. ატყობ, რეებს აკეთებენ ? იმ დონეზე არიან, რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან.
ყველაფერი გავაკეთე და რა მივიღე... უკვე დანგრეული აქვს ცხოვრება. მისთვის უკვე რა აზრი აქვს, სად იქნება... დაჭერა უნდათ, დაიჭირონ, მარა სწორი იქნება... ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან, ჩემები პროსტა შენ ხომ იცი..
ვიქტორ ჯაფარიძე: მოიცა, მოიცა .. კარგად მომიყევი საიდან, რანაირად, რა ინფორმაციები გაქ ? მგონი ეჭვები გამიჩნდა უკვე ამ საკანში მარტო რომ ხარ
მირზა სუბელიანი: არა... ზუსტად ვიცი, კი უნდათ ჩემი საბოლოოდ განადგურება, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. ხელისუფლებამ ნაცების თამაში თუ დაიწყო... ხოდა, ასე თუ გააგრძელეს, მიიღებენ ამ თამაშზე პასუხს.
მირზა სუბელიანი: ერთ რამეს გეტყვი რა, მე ამ სახელმწიფოს შეწირე ჩემი ცხოვრება და რა მივიღე საბოლოოდ?! ბოლომდე მწირავენ...ვზივარ სამარტოო საკანში ლამისაა გა......ე...
ვიქტორ ჯაფარიძე: არა ძმაო... არ არის მასე, შენ ეხლა ნერვებზე ხარ და ცოტა დაიოკე ეგ ნერვები..
მირზა სუბელიანი: რა არა?! სასამართლო რას გადაწყვეტს? მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია. ბოლომდე უნდა ბიჭო გამწირონ... არ არის ეს სწორი... გეუბნები რა. მე რაც გავაკეთე მაგათთვის, ვინ იზამდა სხვა... და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მეც ვნახავ, შენც და ყველა... გამწირეს და რას მეუბნები, რომ ასე არ არის... მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე...
ვიქტორ ჯაფარიძე: პასუხობს რომ ეს არ არის სწორი მსჯელობა და მან პირობა მიიღო იმაზე, რომ „უსამართლოდ არავინ დაჩაგრავდა“. მას მსუბუქი დანაშაული აქვს ჩადენილი და არც ერთი „ჭკუათმყოფელი ადამიანი“ ერთ წელზე მეტს არ მისცემს.
ამაზე კი სუბელიანი პასუხობს: გავიგე, მარა არ მიდის მასე საქმე... ხო, წესით, წელი კი არა ჯარიმას ითვალისწინებს, მეტი რა უნდა მომცეს. ჩემი ფეხით მივედი, ვაღიარე ყველაფერი და საერთოდ მე გავხსენი ეგ დედა...ი საქმე... მე რომ არ ვყოფილიყავი, ერთი დაკავებულიც არ ეყოლებოდათ... ყველაფერი ვაღიარე და საერთოდ, ერთი ადამიანი მითხარი, მე რითაც დამაკავეს, სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში... წესით, ერთი წელიც კი არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა, რატომ? იმიტომ, რომ სარალიძე ამათ აწვებათ... სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან. ეს გა....ი, ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ. საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს, მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ ვალში არ დავრჩებითო. შენ ხომ იცი, რასაც ნიშნავს ძმაო ეს...?
მირზა სუბელიანი: ისიც ხომ იცი, რომ სარალიძის თემა არაა მინელებული... რუსთაველის ამბები ჩემამდეც მოდის... მე ხომ ვიცი ეს ყველაფერი და ამიტომ ვამბობ, რომ მაქსიმუმს მომცემენ... ეგ არაა კაცური საქციელი... არ ვიმსახურებ მე მაგას, ეს დედამო...ლი ხო და მაგათ გადაეცი, ვიღაც გამო...ლი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავს-თქო, როგორ და დაინტერესდნენ მაგით. როგორ და ყველაფერს ვიტყვი. ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები. ვიბაზრებ, რომ ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რომ ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ. მკიდია რა... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ, ყველაფერზე წამსვლელი ვარ, რომ დავანგრევ საქმეებს მერე ნახონ. ბიჭო, კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ, ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია იმაზეც მადლობა თქვან.
ვიქტორ ჯაფარიძე: კაი ახლა, სისულელეს ნუ ლაპარაკობ. რა გაქვს, მართლა გაქვს რამე? ნუ თხზავ რაღაცას. კაი ახლა, რაღაც სისულელეს ნუ ლაპარაკობ. რა გაქვს, მართლა გაქვს რამე? ნუ თხზავ რაღაცას.
მირზა სუბელიანი: კი, უკვე მკიდია, რას ვიტყვი, ხო? ვიტყუები და მაქვს... მერე მაგათმა ამტკიცონ, რომო ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს. სარალიძისას იჯერებს და... ხალხს ხომ ჰგონია, რომ მაქვს, ხო და გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ და მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს, გადამრიეს უკვე რა. ყველანაირ სიბინძურეზე მოდიან ჩემზე, ჩემს ოჯახს და ბავშვებს რას ერჩიან?! ეგრე არ არის, ძმაო, ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების დანგრევა... ხო და მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და რა არის სიმართლე და ტყუილი.
ვიქტორ ჯაფარიძე: ე, ბიჭო, ეგრე არ გამოვა რა, ტყუილი რატომ უნდა თქვა?! სვანები ვართ და ტყუილის ლაპარაკი არ გვეკადრება.
მირზა სუბელიანი: სხვა გზა არ დამიტოვეს? გამომკეტეს აქ და პირობა არ შეასრულეს ამ დედამო...მა, სასამართლოს ველოდებით და რა განაჩენს გამოიტანს აგერ ნახავ... ბოლომდე უნდათ ჩამძირონ.
ვიქტორ ჯაფარიძე: კარგი, გაჩერდი, არ არის მასე, ცხელ გულზე ხარ და დამშვიდდი დაიოკე ნერვები.
მირზა სუბელიანი: ბიჭო, გამკეთებელი რომ არ ვარ, შენ ხომ კარგად იცი, ძალიან გამამწარეს, მეც ადამიანი ვარ, დამენგრა ოჯახი... დედა მომი...ეს. პროსტა შინაურულად გეუბნები, გაბრაზებულზე ვამბობ, თორემ ამას რომ არ ვიზამ, შენც კარგად იცი, აქ რომ კაცი ჩაჯდება, იმას რა ჭკუა უნდა მოთხოვო. შევიშალე ძმაო, მარტო ვზივარ სამარტოო საკანში, აღარ შემიძლია, გონკები მაქვს... მაგრა დავიღალე ბოზის შვილი ვიყო. მივდივარ სადღაც სიღრმეებში და გონკებში, ძმაკაცურად გეუბნები ამას, თორე არ გავაკეთებ, შენც იცი.
ვიქტორ ჯაფარიძე: ხო და მეც მაგას გეუბნები, რომ დამშვიდდი, ვიცი, რომ მაგის გამკეთებელი არ ხარ, უბრალოდ ხომ გესმის, შენი მოსახდელია და რასაც მოგისჯიან, უნდა მოიხადო, არ გამოვა სხვანაირად.