Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ სტრატეგია შეიმუშაოს

14 ნოემბერი, 2018 16:19

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად სტრატეგია შეიმუშაოს. შესაბამისი მოწოდება ევროპარლამენტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც „ასოცირების შეთანხმების" შესრულებას ეხება და რომელსაც კენჭი პლენარულ სხდომაზე დღეს უნდა უყარონ. 

ევროპარლამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაზარდოს საზოგადოების მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ამავდროულად ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს გარემოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე ინფორმაცია.

„იმის გათვალისწინებით, რომ გარემოსდაცვითი მმართველობა „ასოცირების შეთანხმების" მთხოვნების მნიშვნელოვანი ნიშაა, ევროპარლამენტი მიესალმება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებას ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე კლიმატის ცვლილების გეგმის საგზაო რუკის შექმნას. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, გარემოსდაცვითი პოლიტიკა კიდევ უფრო შეუსაბამოს ევროკავშირის მიზნებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, კერძოდ 2015 წლის პარიზის შეთანხმებითა და „დაბალი ემისიების გამომუშავების სტრატეგიის" მიღებით" - ნათქვამია ანგარიშში. 

ევროკავშირი მხედველობაში იღებს საქართველოს მთავრობის გეგმავს, განავითაროს ჰიდროენერგია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შესამის სფეროში საქმიანობა სრულიად შეუსაბამოს ევროკავშრის სტანდარტებს, განსაკუთრებით, დანერგოს ღია და გამჭვირვალე გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა, რომელშიც გადაწვყეტილების მიღების მთავარ ეტაპზე ჩართული იქნებიან ყველა დაინტერესებული პირები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^