დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ქალაქის მთავრობის სხდომა გამართა, რომელზეც რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
მათ შორის თბილისის მერმა ისაუბრა „რუსთავი 2-ზე“ გასული სიუჟეტის შესახებ და განაცხადა, რომ სიცრუეა, თითქოს, საახალწლოდ სცენის მოსაწყობად 2 მილიონი ლარი იხარჯება.
მისი თქმით, ეს თანხა მილიონს ოდნავ აღემატება და მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების სცენით, განათებითა და სხვა აღჭურვილობებით მომსახურებას ითვალისწინებს.
„ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში - თქვა დედაქალაქი მერმა - ჩვენ ყოველთვის მივაწვდით სწორ ინფორმაციას მოსახლეობას და მხილებულები იქნებით იმ სიცრუეში, რასაც ახორციელებთ“.