Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სპორტის სასახლესთან ორი მრავალსართულიანი შენობის ნებართვაზე მერიაში უარი თქვეს - ინვესტორმა განაცხადი ეკონომიკის სამინისტროში შეიტანა

12 თებერვალი, 2019 13:17

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები/ფოტომონტაჟი, რომელზეც ასახულია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მრავალსართულიანი შენობა. 

ე.წ. აკადემქალაქის ტერიტორიაზე, მერაბ ალექსიძის ქუჩა N9-ში შპს „ბასილონ გლობალ სერვის“ ორი 91.5 მ სიმაღლის, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობის აშენებას გეგმავს. კომპანია აღნიშნულ პროექტზე მშენებლობის ნებართვის მიღებას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან 2016 წლიდან მოითხოვდა.

2017 წელს თბილისის მერიამ წარმოდგენილ საპროექტო განაცხადზე ნებართვა არ გასცა. უწყებამ გამცხადებელს, ქიჩირი ბასილაშვილს აცნობა, რომ წარმოდგენილი საპროექტო გადაწყვეტა არ არის მისაღები და საჭიროებს დახვეწას. თუმცა თბილისის მერიაში განაცხადი შესული იყო როგორც  მეოთხე კლასის შენობა.

თბილისის არქიტექტურის სამსახურისგან ნებართვის გაცემაზე უარის შემდეგ, მერიის ცნობით, ინვესტორმა  განაცხადი ეკონომიკის სამინისტროში შეიტანა, როგორც მეხუთე კლასის მრავალფუნქციური პროექტი. 

V კლასის შენობა-ნაგებობად ითვლება შენობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).

„ლიბერალი“ ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროდან ელოდება პასუხს. 

საპროექტო ტერიტორიის მიწის ნაკვეთის ფართობი   4168 კვ.მ-ია. განაშენიანების ფართობი -1398.6 კვ.ხოლო პროექტის საერთო ფართობი - 35087.3 კბ.მ. 

მთავარი არქიტექტორი დავითი თოფჩიშვილია. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოცემულ ქალაქგეგმარებით სიტუაციაში ეს ორი შენობა თავისი ვიზუალით, ფორმით საინტერესოდ ეწერება გარემოში და აცოცხლებს ტერიტორიას. 

„რაც შეეხება ავტორისეულ გადაწყვეტას, ანუ ამ ორი ნაგებობის ფორმას, მსგავსი არქიტექტურული გადაწყვეტა (არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, ზუსტი კოპირება) უხვად არის უდავოდ წარმატებით გამოყენებული სხვადასხვა ქვეყნის სამშენებლო პრაქტიკაში. გარდა ამისა მოცემულ ქალაქგეგმარებით სიტუაციაში, მიმდებარედ აშენებული თითქმის ტიპური კორპუსების გარემოცვაში ეს ორი შენობა თავისი ვიზუალით, ფორმით საინტერესოდ ეწერება და შეიძლება ითქვას, აცოცხლებს ჩამოყალიბებულ სივრცეს.
 პროექტის ავტორის, დამკვეთისა და უცხოელი ინვესტორებისთვის წარმოდგენილი პროექტის ვიზუალური მხარე სავსებით მისაღებია“, - წერია პროექტის განმარტებით ბარათში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^