Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაფარიძე: მათიკაშვილმა გადმოწერა ბმული სათაურით - „პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი“

28 თებერვალი, 2019 15:06

პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, დავით მათიკაშვილს გაუგზავნა ბმული „პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი“. მისი თქმით მათიკავშილმა ის გადმოწერა. 

„გუშინწინ რომ დეპუტატებს პორნოს ბმული გავუგზავნე. აგერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არა მხოლოდ მიიღო ეს ბმული, არამედ .. wait for it ... გადმოქაჩა და უყურა. 

ანუ, ვაზუსტებ: იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოფიციალურ, პარლამენტის ელ. ფოსტის მისამართზე მიიღო ბმული სათაურით - „პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი“, რის შემდეგაც დააჭირა ჩამოტვირთვის ღილაკს და ჩაუჯდა საყურებლად. 

მტკიცებულება - სქრინზე პირველი ხაზი

ჰოდა, იმ ხალხს რისთვის სვამენ 4-დან 8 წლამდე?“,-წერს ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე. 

როგორც „ტაბულასთან“ მათიკშვილმა განაცხადა, რომ მან ბმული პოლიციასთან ერთად გახსნა. მისი თქმით, ბმული უცხოელი პორნოვარსკვლავის კადრების შეიცავდა. 

„26-ში გვიან მოვიდა ეს მეილი პარლამენტარის ოფიციალურ მეილზე. განვაცხადე პოლიციაში. გვიან ღამე იყო, უკვე 27 თებერვალი. მოვიდა კიბერ დანაშაულის განყოფილებიდან შესაბამისი ჯგუფი, მოხდა მათი თანდასწრებით ამის გახსნა. რეაგირება მოვახდინე, ეს შემიძლია დავადასტურო. აღმოჩნდა შიგნით რომელიღაც უცხოელი პორნოვარსკვლავის რაღაც კადრები. პოლიციის თანდასწრებით გავხსენი, მანამდე არ გამიხსნია. ეწერა პირდაპირ პარლამენტარის ჯგუფური სექსიო და იქ იყო კიდე რაღაც ბმული, სადაც უნდა გადასულიყავი, რომ გენახა და არ გადავსულვარ", - ამბობს მათიკაშვილი ტაბულასთან.

________________________

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 თებერვალს ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, 16 პირი დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით ედება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს:

157-ე​ პრიმა მუხლი ითვალისწინებს:

1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე.

ამ საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „გირჩი“ ამზადებს. „ლიბერალთან“ საუბრისას „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, კანონით გაიმიჯნოს ადამიანები, ვინც სხვის მიერ ატვირთულ ინფორმაციას უყურეს და ადამიანები, რომლებმაც ატვირთეს ინფორმაცია, რათა ზიანი მიეყენებინა კონკრეტული პირისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^