დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში, ზამთრის ვირუსების ტალღა შეწყდება. ამის შესახემ იმნაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„100 000 მოსახლეზე 100 მომართვიანობაა. გახსოვთ, რომ 300-მდე იყო მომართვიანობა და ახლა ნაკლებია. ამასთან, დაიწყო სხვა ტიპის ვირუსებიც და არა გრიპის. ჯერ კიდევ ცივა. რაც უფრო მალე დათბება, მალე გავა ეს ვირუსები. არაფერი საგანგაშო არ ხდება, უბრალოდ ჩვეულებრივი გაზაფხულის ამბავია. ავადობა ისეთია, როგორიც შარშანწინ და შარშან იყო ამ დროს, უბრალოდ, ყურადღება ყოველთვის არის მისაქცევი. მაქსიმუმ ორი კვირა და ზამთრის ვირუსები თავს დაგვანებებს“, - განაცხადა იმნაძემ.