დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ტყვიის შემცველობაზე კვლევის შედეგები ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება. კვლევასთან დაკავშირებით იმნაძემ დღეს „მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა.
„შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული 1600-მდე ბავშვიდან, სისხლში ტყვიის საყურადღებო მატება 16 ბავშვს დაუდგინდა. ამ ბავშვებთან დადიან ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი, გარემოს სპეციალისტი და ინდივიდუალური მკურნალობა უტარდებათ. ასევე მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, რათა დადგინდეს ტყვიის წყარო. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცოტა ხანში სახელმწიფო პროგრამა ამუშავდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთან. მზადდება დიდი სამთავრობო პროგრამა სხვადასხვა უწყების ჩართულობით, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაისახოს გრძელვადიანი პროგრამა ტყვიის პრობლემების აღმოსაფხვრელად”, – აცხადებს პაატა იმნაძე.
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდება
ტყვია ბავშვების სისხლში - რას შეისწავლის UNICEF კვლევის ფარგლებში