35 წლის ესპანელი ფეხუბრთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოავარიას ემსხვერპლა. ინფორმაცია მისმა ერთ-ერთმა ყოფილმა კლუბმა „სევილიამ“ დაადასტურა. „ალბათ ამაზე ცუდ ამბავს ვერ დავადასტურებდით. „სევილიას“ საყვარელი ვარსკვლავი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა“, - წერია „სევილიას“ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ხოსე ანტონიო რეისი „სევილიადან“ „არსენალში“ 2004 წლის იანვარში გადავიდა, ლონდონში ყოფნისას მან 110 თამაში ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგა და ასოციაციის თასი მოიგო. 2006 წლის ზაფხულში ის „არსენალიდან“ „მადრიდის რეალში“ იჯარით გადავიდა, რომლის შემდეგაც „მადრიდის ატლეტიკოს“ და „ბენფიკას“ წევრი იყო, მოგვიანებით ის „სევილიაში“ დაბრუნდა, წელს იანვრიდან კი ესპანური კლუბის „ექსტრემადურას“ რიგებში იყო.