Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება

12 ივლისი, 2019 16:51

რეგიონული თეატრების ფოთის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი წელს 14 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით გაიმართება. წელს მას განსხვავებული  ფორმატი ექნება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების თეატრები 17 ქართულ და უცხოურ დასს უმასპინძლებს.  ფესტივალი უზნაძის ქუჩაზე მდებარე სოხუმის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში გამართული სპექტაკლით - „მკვდარი ქალაქები“ (რეჟისორები - დავით ხირბალაძე და მიხეილ ჩარკვიანი) საზეიმოდ სწორედ 14 ივლისს გაიხსნება.

ფესტივალის ბოლო კვირა კი გაიმართება ქალაქ ფოთში, სადაც ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე სარემონტი სამუშაოების გამო, ფესტივალის დახურვა ფოთის ჰიდროგრაფიის სახელმწიფო სამსახურის შენობაში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ წელსაც ფესტივალის დაკვნითი ნაწილის სპექტაკლები სხვადასხვა შენობებსა და სივრცეებში გაიმართება.

როგორც ფოთის საერთაშორისო ფესტივალის დამაარსებელმა და სამხატვრო ხელმძვანელმა, ნინელი ჭანკვეტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფესტივალში წელს მონაწილეობას მიიღებს 17 რეგიონული თეატრი და თეატრალური დასები საქართველოდან, უკრაინიდან, ლიეტუვადან, ირანიდან და სერბეთიდან. ამასთან ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13 ქალაქს უმასპინძლებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^