
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, წელს 109 სკოლას პირველკლასელი საერთოდ არ ეყოლება. პირველკლასელები არ იქნებიან შუახევის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში, ხულოს მუნიციპალიტეტის - 8, ამბროლაურის - 6, სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე 10, ცაგერის მუნიციპალიტეტის - 9 და დუშეთის 7 საჯარო სკოლაში.
1-დან 10-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა 1056 საჯარო და 45-მდე კერძო სკოლაში.
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია. 2019 სასწავლო წლისთვის სულ 53 506 პირველკლასელი დარეგისტრირდა, აქედან საჯარო სკოლებში 47 563, ხოლო კერძო სკოლებში - 5 943. ტრადიციულად, საჯარო სკოლების პირველკლასელები სახელმწიფოსგან საჩუქრად კომპიუტერებსა და სახელმძღვანელოებს მიიღებენ.