Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას გულისხმობს პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“, რომლის პილოტირება გაზაფხულზე იგეგმება

24 ოქტომბერი, 2019 16:23

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ პილოტირება გაზაფხულზე იგეგმება და მასში 200-მდე სკოლის მეოთხე და მეექვსე კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე აცხადებს, პროექტი მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება) გულისხმობს.

სოფო გორგოძის თქმით, შეიქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება მოსწავლეთა რეგისტრაცია და ტესტირება.

„შეფასება განვითარებისათვის“ პროექტია სკოლებისათვის, რომელიც სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება. შედეგებით მოსწავლეებსა და მშობლებს  შესაძლებლობა ექნებათ, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ.

ელექტრონული პლატფორმას 2020 წლის დასაწყისში გამოცდიან, ხოლო გაზაფხულზე პროექტის პილოტირება დაიწყება. პირველ ეტაპზე  პროექტში  200-მდე სკოლის მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში კი მეათე კლასელების ჩართაც იგეგმება.

მოსწავლეები ტესტირებასთვის ელექტრონული ფორმატის საშუალებით  წინასწარ დარეგისტრირდებიან  და ტესტირებასაც ელექტრონულად გაივლიან.

შეფასების შედეგების ასახვისას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციასა და მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.

„შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს: მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე; მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში; სკოლებს – შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია”, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^