სტუდიამ Sony Pictures ფილმის „Spider-Man: No Way Home“ („ადამიანი-ობობა“) პირველი თიზერი-ტრეილერი გამოაქვეყნა. ესაა 2015 წელს ხელახლა გადაღებული „ადამიანი ობობას“ ფრანჩიზას მესამე ნაწილი, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ტომ ჰოლანდი (პიტერ პარკერი) და ზენდეა (ემ ჯეი).
ტრეილერში, დოქტორ სტრეინჯის ამპლუაში ჩნდება ბენედიქტ კამბერბეტჩი. სიუჟეტის თანახმად, პიტერ პარკერი მას სთხოვს ისე გააკეთოს, რომ ყველას დაავიწყდეს რომ ის ადამიანი-ობობაა. მომდევნო მოვლენებს დოქტორ სტრეინჯი ასე აღწერს: „ჩვენ დავარღვიეთ სივრცობრივ-დროითი კონტინუუმის სტაბილურობა“.
ტრეილერის ბოლოს ჩნდება ალფრედ მოლინა დოქტორ რვაფეხას როლში - ბოროტი გმირი „ადამიანი-ობობას“ შესახებ გადაღებული 2004 წლის ფილმიდან, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა ტობი მაგუაირმა. ვიდეოში არის ასევე მინიშნება მწვანე გობლინზე - მთავარ ანტაგონისტზე ადამიანი-ობობას შესახებ გადაღებული სხვა ფილმიდან ტობი მაგუაირის მონაწილეობით.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 17 დეკემბერს იგეგმება.