ამერიკულმა კინოკომპანია Neon-მა დრამის „სპენსერი“ თიზერი გამოაქვეყნა.
ერთი დღით ადრე კომპანიამ ტვიტერზე ფილმის პოსტერი ატვირთა.
ფილმი გვიამბობს მოვლენების შესახებ, რომლებიც 1991 წელს ნორფოლკში, სანდრინგემის სასახლეში განვითარდა, სადაც სამეფო ოჯახი ტრადიციულად აღნიშნავს დღესასწაულებს. ამ დღეებში გადაწყვიტა უელსის პრინცესა დიანამ (კრისტენ სტიუარტი) პრინც ჩარლზთან (ჯეკ ფარტინგი) განქორწინება.
ფილმის რეჟისორია ჩილელი პაბლო ლარაინი. „სპენსერის“ მსოფლიო პრემიერა 3 სექტემბერს ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართება.