სტრიმინგულმა სერვისმა დოკუმენტური სერიალის „How to Become a Tyrant“ („როგორ გავხდეთ ტირანი“) ჩვენება დაიწყო. ფილმის ავტორები მოყურებელს ხელისუფლებაში მოსვლისა და ძალაუფლების შენარჩუნების მეთოდების შესახებ უამბობენ.
ესაა დინამიკური ვიდეორგოლების ერთობლიობა, სწრაფად მოციმციმე საარქივო კადრებით, ანიმაციითა და შიგადაშიგ ექსპერტების ინტერვიუებით. თითოეული სერია ეძღვნება ერთ დიქტატორსა და ერთ თემას: „ხელში ჩაიგეთ ძალაფლება“ (ჰიტლერი), „გაანადგურეთ კონკურენტები“ (სადამ ჰუსეინი), „მართეთ შიშის საშუალებით“ (იდი ამინი), „აკონტროლეთ სიმართლე“ (სტალინი), „შექმენით ახალი საზოგადოება“ (მუამარ კადაფი), „მართეთ სამუდამოდ“ (კიმების ჩრდილოკორეული დინასტია).
დასავლეთის მხატვრულ ლიტერატურაში, ხელოვნებასა და კინოში რეგულარულად ჩნდებიან დიქტატორები, როგორც აბსოლუტური „ბოროტების“ მაცნეები, თუმცა „ნეთფლიქსის“ სერიალი თავისი პათოსით მაინც იშვიათობაა და საეჭვოა მან ყველა ქვეყნაში მაყურებელი ერთნაირად შეაშფოთოს, რადგან ბევრგან ფილმის ავტორებზე უკეთ იციან რა არის სინამდვილეში დიქტატურა, და რაც მთავარია, ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ამას სერილაის შემქნელები წარმოგვიდგენენ, - მიაჩნიათ კრიტიკოსებს.