Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► მოჭრილი ხეები, ყვითელი მდინარეები

13 აგვისტო 2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიიდან კარგად მოჩანს გაკაფული ბნელი ხევი. სოფლის სკოლის უკან კი ხეების „სასაფლაო“ მდებარეობს. ბორცვებზე შეფენილ სხვადასხვა ზომის მოჭრილი ხის მორებს ბოლო არ უჩანს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს მხოლოდ გაკაფული ტყის ნაწილია. კომპანია RMG-ს ამ ხეების მოჭრის ნებართვა სატყეო სააგენტომ გასული წლის მაისში მისცა. 

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე RMG-იმ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლნისსა და დმანისის მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში დაახლოებით 2,856 კუბური მეტრი ხის მოჭრის ნებართვა მიიღო - ბნელი ხევის ტერიტორიაზე კი 2017 წელს თითქმის ორჯერ მეტი (დაახლოებით 5 600 კბმ) ტყითსარგებლობის უფლება მიიღო. RMG-ის ინფორმაციით, კომპანიას გადახდილი აქვს კომპენსაცია 1 017 312 ლარი, რომელიც მათივე განმარტებით, ტყის ფონდის აღდგენას მოხმარდება.

თუ სოფელ ქვემო ბოლნისში მოხვდებით, გაყვითლებულ და აქაფებულ მდინარე ფოლადაურსაც ნახავთ, რომელიც ადგილობრივების ნათესებს შორის მიედინება. ის მდინარე მაშავერას უერთდება, მაშავერას კი მოსავლის სარწყავად იყენებენ. კვლევის მიხედვით,  მდინარეები ფოლადაური, მაშავერა და კაზრეთულა მძიმე მეტალებით არის დაბინძურებული.

დარგის სპეციალისტების შეფასებით, დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო საწარმოს ნარჩენების საცავიდან ჩამონადენი წყალია, რომელსაც მოჰყვება მძიმე მეტალები, ნიადაგსა და წყალს აბინძურებს და შედეგად კვებით ჯაჭვში ხვდება. 

ვრცლად:


მასალა მომზადებულია პროექტის, "ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის", ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^