საოკუპაციო რეჟიმმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად მოსწყვიტა აფხაზეთს. 2017 წლის გაზაფხულიდან გალისა და ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებს შორის მიმოსვლა აკრძალეს. იმისათვის, რომ მოსავალი ზუგდიდში ჩამოიტანო და უკან მცირედი შენაძენით დაბრუნდე, ახლა გაცილებით დიდი მანძილის გავლა და ენგურის ცენტრალურ ხიდზე „საპასპორტო კონტროლი“ გიწევს. ბავშვები კი ქართულ სკოლებში სწავლას ვეღარ ახერხებენ.
ფოტორეპორტაჟი მომზადებულია პროექტის „ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის“ ფარგლებში.
►„ლიბერალი“ წარმოგიდგენთ სტატიების, ინტერვიუების, რეპორტაჟების, ვიდეოების, ფოტოამბების სერიებს რეგიონებიდან. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation-ს მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.