Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არტვილა გარიყულას“ სივრცეში

17 სექტემბერი 2014

  14 სექტემბერს სოფელ ახალქალაქში ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-6 საერთაშორისო ფესტივალი FEST I NOVA 2014 – OPUS MIXTUM გაიხსნა.

  საექსპოზიციო სივრცეში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ შექმნილი კონცეპტუალური პავილიონებია წარმოდგენილი. ფესტივალის თემაა - opus mixtum. ეს ლათინური ტერმინი ანტიკური ეპოქის არქიტექტურულ ექსპერიმენტებს უკავშირდება და შერეულ ნამუშევარს ნიშნავს, რომელიც სხვადასხვა კონსტრუქციულ ტექნიკას აერთიანებს.

  აქ წარმოდგენილი ექსპოზიციები როგორც არქიტექტურულ მოტივებზე შექმნილ კონსტრუქცია-სკულპტურებს, ასევე სხვა ტიპის ნამუშევრებსაც წარმოადგენს. მაგალითად, ინსტალაციებს, ვიდეოარტსა და პერფორმანსებს.

  ფესტივალში მონაწილეობას იღებენ არტისტები საქართველოდან, ჰოლანდიიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, რუსეთიდან. იქვე შესაძლებელია ინდივიდუალური პროექტების ნახვა.

  ფესტივალის კურატორი მხატვარი და „არტ-ვილა გარიყულას" დამფუძნებელი ყარამან ქუთათელაძეა. მისი თქმით, წელს ყველა პროექტს საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. აქვე მნიშვნელოვანია, სხვა ქვეყნის ხელოვანებთან ინტეგრაციაც.

  ფესტივალზე წარმოდგენილი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ამერიკული პავილიონია, რომელზეც არქიტექტორი გრეგ ფლეიშმანი  ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა.

 “ამ პროექტის შემქმნელები არა მარტო არტისტები, ფაქტობრივად, მეცნიერები და ინჟინრები არიან. აქაა წარმოდგენილი მიკროკოსმოსი, მიკროტექნოლოგიები. ამერიკის საელჩოს დახმარებითა და დაფინანსებით, პავილიონი საქართველოში ჩამოვიტანეთ და შეიძლება ითქვას, რომ პროექტმა პირველად გადმოკვეთა კონტინენტი”, - ამბობს ყარამან ქუთათელაძე.

  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული პროექტის გარიყულას სივრცეში გადმოსატანად, აქტიურად მონაწილეობდნენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.

 ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილეა რუსი არტისტი ანასტასია რუჩკოვა. მისი პროექტის - „არტ-ვილა გარიყულას“ სივრცეში დასრულება წელს ვერ მოხერხდა, მაგრამ მომდევნო წელს ის დასრულებულ სახეს მიიღებს: “პროექტი “სტრელკა” დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში შენდებოდა. ახლა მხოლოდ მეოთხედია დასრულებული, თუმცა მეორე წელს აქ შეხვედრებისთვის კონცეპტუალური კონსტრუქცია გაკეთდება, სადაც დასვენება და ღვინის დალევაც იქნება შესაძლებელი”, - ამბობს ანასტასია რუჩკოვა.

  ფესტივალი 30 სექტემბრამდე გრძელდება. მისი დასრულების შემდეგ კი, ყარამან ქუთათელაძის თქმით, დაგეგმილია შენობის რესტავრაცია, თუმცა ეს არ იქნება რესტავრაცია პირდაპირი მნიშვნელობით. იგეგმება მისი კიდევ უფრო კონცეპტუალურ შენობად გარდაქმნა.

 “არტ-ვილა გარიყულა” სოფელ ახალქალაქის გარიყულად წოდებულ უბანში მდებარე თანამედროვე ხელოვნების ცენტრად გარდაქმნილი „ბოლგარსკიაანთ სასახლეა“, რომელიც 2000 წელს მხატვარ ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა.

  ახლა არტვილა მულტიფუნქციურ საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ბაუჰაუზის (Bauhaus) გამოცდილებას ეყრდნობა და ქართული თანამედროვე ხელოვნების სამომავლო ტენდენციებს განსაზღვრავს. ის აერთიანებს კვლევას, საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების პრაქტიკულ კომპონენტს სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, არტვილაში თანამედროვე მხატვრების სამასამდე ნამუშევარია თავმოყრილი.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^