Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლხინი იქა, ჭირი აქა

24 მარტი 2015

ჩემი ინტერესის საგანს ოდესღაც “RMG GOLD”-ის საკუთრებაში არსებული შენობის მობინადრეები წარმოადგენენ (ეს შენობა წლების წინ სახელმწიფოს გადაეცა).

აქ კაზრეთის “RMG GOLD”-ის ოქროს საბადოს ყოფილი მუშები, სოციალურად დაუცველი ადამიანები, (რომლებსაც ხშირად აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები), ბავშვები (რომელთაც არ აქვთ სწავლის შესაძლებლობა) და აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. ამჯერად ჩემი ფოტოკამერის ვიზირში სწორედ ისინი მოხვდნენ. ფოტოპროექტი ამ ადამიანების გაუსაძლის ყოფას აღწერს. ეფექტის გასამძაფრებლად უკანა პლანზე ყოველდღიური ლამაზი ცხოვრების ამსახველი ბანერები მოჩანს, რაც კიდევ უფრო აშკარას ხდის კონტრასტს ამ ადამიანების ყოფასა და ბანერებზე ასახულ ცხოვრებას შორის.

მინდა პროექტი ერთგვარ გამოწვევად იქცეს მნახველში ემპათიისა და სინდისის ქენჯნის გასაღვიძებლად. ფონებად გამოყენებული ესთეტიკური სიამოვნების მომგვრელი, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ქცეული ლამაზი და მსუყე ცხოვრების ამსახველი სარეკლამო ხასიათის ბანერები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანების სურვილებისა და მისწრაფებების ფორმირებაში. ისინი შირმად აჰფარებიათ რეალურ, დუხჭირ ცხოვრებას. პრიალა და ჰიპერრეალური ხატები (იქნება ეს განათებული ეიფელის კოშკი თუ ბედნიერი ოჯახი) კაზრეთის მკვიდრების ცხოვრებისგან დიამეტრულად განსხვავებულ ცხოვრებას გვიჩვენებს. ჩემი მიზანია, ამ წინააღმდეგობით მნახველმა იგრძნოს დისკომფორტი  და არა ესთეტიკური კმაყოფილება; გაუჩნდეს პროტესტი და მოქმედების სურვილი არსებული რეალობის წინააღმდეგ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^