Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტოპროექტი►გიორგი და გიორგი

23 ივნისი 2015

გიორგი და გიორგი თითქმის ნახევარი წელია ერთმანეთს ხვდებიან. მათი გადაღება  სამიოდე კვირის წინ დავიწყე. ჩემს წინადადებას დასთანხმდნენ, რადგან ფიქრობენ, რომ ასე სხვა გეიწყვილებს თავიანთ სექსუალობასა და ურთიერთობებზე ღიად საუბრის მოტივაციას მისცემენ.

"ადამიანები შანტაჟის მსხვერპლნი სწორედ იმის გამო ხდებიან, რასაც მალავენ. გეები განსაკუთრებულად განიცდიან მსგავსი ტიპის ზეწოლას და ამისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება ქამინგ აუთია. თუმცა გმირობას ვერავის  მოსთხოვ, მით უმეტეს, როდესაც არსებობს იმის საფრთხე, რომ ოჯახისგან გაირიყები", - ამბობენ ისინი.

27 წლის გიორგი კიკონიშვილი ონლაინსივრცეში ცნობილი ბლოგერია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოცემისთვის წერდა და ერთ-ერთი ბლოგპოსტისთვის ევროკავშირის პრიზიც აქვს მოპოვებული. მეორე გიორგი კი გრაფიკის საკმაოდ წარმატებული დიზაინერია. მისი ნამუშევრები არაერთ გამოცემაში დაბეჭდილა.

საქართველოში მეინსტრიმული მედია და მასკულტურა ჰომოსექსუალ ადამიანებს ხშირად კარიკატურულ ან ეგზოტიკურ არსებებად წარმოაჩენს. ამ ფოტოპროექტით  შევეცადე საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, რომ ლგბტ ადამიანებსა და სოციუმის დანარჩენ წევრებს შორის მსგავსება გაცილებით მეტია, ვიდრე განსხვავება.  რომ მათ, როგორც საზოგადოების წევრებს, იგივე პრობლემები აწუხებთ, რაც სხვებს - სოციალური უსამართლობა, ექსპლუატაცია და სხვადასხვა ფორმის ჩაგვრა. ისინი ხშირად არიან ჩართული სოციალურ აქტივიზმში. ცოტა ხნით მაინც თუ გექნებათ მათთან კონტაქტი და დააკვირდებით მათ ბუნებრივ, იუმორით გაჯერებულ ურთიერთობას, აუცილებლად გაქრება ის დისტანცია, რომელსაც საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები წარმოქმნის.

დაფინანსებულია  საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^