ტრაგედიამ, რომელიც 13 ივნისის ღამეს ვერეს ხეობას დაატყდა თავს, 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ათეული მილიონობით ლარის ზარალი მოიტანა. ადამიანებმა ერთ ღამეში დაკარგეს ყველაფერი, რასაც წლობით აგროვებდნენ და უფრთხილდებოდნენ. ფოტოების ერთი ნაწილი სტიქიამდე რამდენიმე თვით ადრე, ხოლო მეორე ნაწილი კი სტიქიის შემდეგაა გადაგებული. მათი მიზანია დაგვეხმაროს დავინახოთ და გავაანალიზოთ მომხდარის მასშტაბი და დრამატიზმი. ფოტოგრაფიის, როგორც მედიუმის, ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც ხომ ესაა: გაგვახსენოს ის რაც დაგვავიწყდა, დაგვანახოს ის, რასაც უბრალოდ აქამდე ვერ ვამჩნევდით…
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.