ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები 25 წელია ცხოვრობენ.
„ლიბერალი“ გთავაზობთ მეზობლების, ორი დევნილის ისტორიას, რომლებიც 25 წელია ფაიფურის დასახლებაში, საბავშვო ბაღის ყოფილ შენობას აფარებენ თავს.
ნელი ხუთკუბიას სახლში ფაქტობრივად არაფერი აქვს. ოჯახის ერთადერთ წევრად ფანჯრის რაფაზე, გალიაში მყოფ ფრინველს მიიჩნევს.
როინ ჩხაპელია, რომელსაც სოციალური დახმარებაც კი მოუხსნენ, გვთხოვდა, პირველ რიგში ნელი ხუთკუბიას დავხმარებოდით. „ის უფრო გაჭირვებულია" - გვარწმუნებდა ასაკოვანი მამაკაცი.
„ლიბერალი“ წარმოგიდგენთ სტატიების, ინტერვიუების, რეპორტაჟების, ვიდეოების, ფოტოამბების სერიებს რეგიონებიდან. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation-ის მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.