Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესს ეხმიანება

08 იანვარი, 2014 21:16

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კოალიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე რეფორმირების პროცესს ყურადღებით აკვირდება.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მიღებიდან 10 დღეში მაუწყებლის დირექტორმა საკამათო საკადრო ცვლილებები გაუმჭვირვალედ და ერთპიროვნულად განახორციელა:  თანამშრომელთა ნაწილს შეუწყდა კონტრაქტი, ნაწილი კი დაწინაურდა, დაწინაურებულთა შორის მოხვდნენ ისეთებიც, რომლებმაც ამავე დირექტორის მიერ 2013 წელს ჩატარებული კონკურსი ვერ გაიარეს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნული საკადრო ცვლილებების შედეგად უფროსის გარეშეა დარჩენილი საინფორმაციო სამსახური, რომლის საქმიანობა დამოუკიდებელ მედიამონიტორთა მხრიდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენების გაშუქებისას დადებითადაა შეფასებული.  არსებითად მნიშვნელოვანია,  მაუწყებლის რეორგანიზების პროცესი არ წარიმართოს ისე, რომ საფრთხე შეექმნას და გაუარესდეს საინფორმაციო სამსახურის საქმიანობა.

კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართოს კონკურსი მაუწყებლის მმართველი პოზიციების დასაკავებლად",- აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციებია:

  1. ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“;
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  3. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  4. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);
  5. რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
  6. რეგიონული მედიის ასოციაცია;
  7. მედიაკლუბი;
  8. პრესის ასოციაცია;
  9. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
  10. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  11. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^