Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გრუშევსკის ქუჩაზე შეტაკებების დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა ცნობილია

22 იანვარი, 2014 15:07

უკრაინული მედია გრუშევსკის ქუჩაზე შეტაკებების დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობას ასახელებს. გაზეთ “სევოდნიას” ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა სერგეი ნიგოიანი, რომელიც ევრომაიდანის აქტივისტი იყო.

ოპოზიციის ცნობით, ის კიევში აქციაში მონაწილეობის მისაღებად დნეპროპეტროვსკიდან 8 დეკემბერს ჩამოვიდა. ოპოზიციის ცნობით, მას ჭრილობები თავისა და ყელის არეში აღენიშნება, რის გამოც ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ის სნაპიერის ტყვიამ იმსხვერპლა.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში შეტაკებებს სულ მცირე 2 დემონსტრანტის სიცოცხლე ესმხვერპლა. ამ ცნობებს ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ. კიდევ ერთი მომიტინგე 21 წლის ახალგაზრდა დინამოს სტადიონის ერთ-ერთი კოლონადიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარადაიცვალა.

კიევში გრუშევკის ქუჩაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დღეს დილიდან კვლევა განახლდა. სპეცდანიშნულების რაზმი გრუშევსკის ქუჩიდან დემონსტრანტების გაძევებას შეეცადა. თუმცა მომიტინგეები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და დაკავებული პოზიციების დათმობას არ აპირებენ.

უკრაინის დედაქალაქში ისმოდა სროლის ხმაც. ჯერ უცნობია, რა ტიპის იარაღს იყენებენ სამართალდამცველები. თუმცა ცნობილია, რომ დღეიდან ძალაშია კანონი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმს არასანქცირებული მიტინგის დასაშლელად სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლებას აძლევს.

კიევში ბოლო დღეების განმავლობაში დაპირისპირების დროს 1400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორი 35 ჟურნალისტი. კიევში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც სახელმწიფო რადამ მიიღო კანონები, რომელიც დემონსტრაციების მონაწილეების მიმართ სანქციების მნიშვნელოვანდ ამკაცრებს. ცნობილია, რომ დღეს კიევში ე.წ. ალტერნატიული პარლამენტის - „უკრაინის სახალხო საბჭოს“ დამფუძნებელი კრება და დიდი მსვლელობა არის დაგეგემილი. ეროვნული წინააღმდეგობის შტაბში გამოსვლისას, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა თანამემამულეებს კიევში ჩასვლისაკენ მოუწოდა.

წყარო:unian.net

          espreso.tv

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^