Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხმალაძე: კანონპროექტში პირადი მონაცემების გამოთხოვის საფუძველები განსაზღვრული არაა

23 სექტემბერი, 2014 22:23

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა. ცვლილებების პროექტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება ენიჭება, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ბანკიდან გამოითხოვოს პირის კონფიდენციალური ინფორმაცია.

როგორც კომიტეტის თავმჯომარე ვახტანგ ხმალაძე ამბობს, კანონმდებლებს ფინანსთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ პროქტთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა აქვთ.

„წარმოდგენილ კანონპროექტში განსაზღვრული არაა, პირის პირადი მონაცემების გამოთხოვაზე, რის საფუძველზე შეეძლება საგადასახადო ორგანოს სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა. ჩვენი აზრით, საგადასახადო ადმინისტრირების მიზნით კონფიდენციალური ინფორმაციის მიღება, რაც კანონპროექტით არის გათვალიწინებული, ძალიან ფართო სპექტრია და ადამიანისა თუ იურიდიული პირის დაცულ, პირად ინფორმაციაში გადამეტებული შეჭრა იქნებოდა. ჩვენ შევთავაზეთ ფორმულირება, რომ ასეთი მოთხოვნა შესაძლებელი იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის საფუძველს საგადასახადო შემოწმებისას გამოვლენილი დასაბუთებული ვარაუდი წარმოშობს თუ საქმე გვაქვს გადასახადებისგან თავის არიდებასთან", - ამობს ხმალაძე.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნული შენიშვნა გაიზიარეს. მათი თქმით, მეორე მოსმენისთვის აღნიშნულ საკითხებს გადახედავენ და ოპტიმალურ ფორმულირებაზე იფიქრებენ.  

ვახტანგ ხმალაძის თქმით, კომიტეტის მეორე შენიშვნა საპროცესო  ვადებს ეხებოდა - რამდენ ხანში უნდა მიმართონ მოსამართლეს, როგორ უნდა შეატყობინონ პირს, ვისი ანგარიშების შემოწმებაც არის განზრახული. სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული საკითხიც გადაიხედება. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაიას იზირებს აღნიშნულ შენიშვნებს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ იურიდულ საკითხთა კომიტეტმა ეს მოსაზრებები არ გაიზიარა. 

„როდესაც უცხო ქვეყნის სახელმწიფო ითხოვს პირის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში კანონი მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო ხელშეკრულებასთან, თუმცა ის საერთაშორისო ხელშეკრულება უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, კონსტიტუცია კი ადგენს რომ პირადი ცხოვრება შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ლეგიტიმურ მიზნებს, უშიშროებას, ტერიტორიულ უსაფრთხოებას, ადამიანის პატივსა და ღირსებას", - ამბობს საჯაია. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ თათული თოდუას თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესახებ პირის დაცვის ნაკლებ გარანტიებს ადგენს.

„საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე უცხო ქვეყნიდან  მიღებული მოთხოვნის შედეგად საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურების შესახებ ცოტა გარანტიაა მოცემული: სასამართლო განხილვის შესახებ პირისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხი გათვალისწინებული არ არის. კანონპროექტში არც სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირების გარანტიაა ჩადებული. ვფიქრობთ, ეს იმდენად სენსიტიური ინფორმაციაა, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს თავად ის პირი, რომლის საბანკო მონაცემების გამოთხოვის შესახებაც არის საუბარი", - ამბობს თათული თოდუა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^