Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი არეშიძე - CV-ში არსად მითითებული არ მაქვს, რომ კახა კალაძის ცოლისძმა ვარ

24 ოქტომბერი, 2014 19:42

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით,  თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი არეშიძე მხოლოდ იმიტომ ინიშნება, რომ ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ცოლისძმაა.

„გიორგი არეშიძეს CV-ში სამუშაო გამოცდილებად მხოლოდ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა უწერია“, - ამბობს ნადირაძე. მის განცხადებას სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

თბილისის მერის მოადგილის, ალუდა გოგლიჩიძის თქმით, გიორგი არეშიძე იმიტომ არ შეურჩევიათ, რომ კახა კალაძის ცოლისძმაა.

„მას საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს და უხელმძღვანელებს ისეთ სამსახურს, რომელიც ახალგაზრდულ საქმეებს შეეხება. იგი ძალიან აქტიურად მუშაობდა ახალგაზრდულ პროექტებზე“, - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.

როგორც არეშიძე ამბობს, მან პოლიტიკური საქმიანობა კახა კალაძესთან ერთად დაიწყო.

„მე და ჩემი სიძის, კახა კალაძის პოლიტიკაში მოღვაწეობა ერთად დაიწყო. ძალიან მეამაყება, რომ კახა კალაძე ჩემი სიძეა, მაგრამ არ ვაპირებ, ვინმეს ჩრდილქვეშ ვიყო. მე ვარ გიორგი არეშიძე და CV-ში სწორედ ასე მიწერია და სწორედ ჩემი სახელი და გვარით ვაპირებ პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. არსად მითითებული არ მაქვს, რომ მე ვარ კახა კალაძის ცოლისძმა“, - განაცხადა გიორგი არეშიძემ.

ოპოზიციის უკმაყოფილების მიუხედავად, საკრებულომ გიორგი არეშიძე თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაამტკიცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^