Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნიუს ჯორჯია“ „რ-რადიოსთან“ საქმიან ურთიერთობას უარყოფს

21 ნოემბერი, 2014 18:20

„საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო ნიუს ჯორჯიას“ დირექტორი, ელენე იმედაშვილი კომპანია „რ-რადიოსთან“ ყოველგვარ იურიდიულ თუ ზეპირ კონტაქტსა და მოლაპარაკებას უარყოფს. ამის შესახებ იმედაშვილმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც „რ-რადიოსა“ და „სპუტნიკის“ საკითხი განიხილებოდა. იმედაშვილმა კომპანიასთან კონტაქტის ერთადერთი შემთხვევა გაიხსენა, როცა 13 ნოემბერს „რ-რადიოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ მგელაძემ დაურეკა და კომპანიებს შორის კონტრაქტის გაფორმება უკანა რიცხვით სთხოვა. იმედაშვილის თქმით, მან აღნიშნულზე მგელაძეს უარი უთხრა.

„ნიუს ჯორჯია“  საქართველოში დარეგისტრირებული კერძო კომპანიაა,რომელიც რუსულენოვან კონტენტს  „რასია სივოდნიასთვის“ ამზადებს. რადიოსადგური „სპუტნიკი“ სწორედ „რასია სევოდნიას“ ბრენდია.

სხდომაზე, ასევე ცნობილი გახდა, რომ შპს „რ-რადიოს“, რომლის სამაუწყებლო ზონაში „სპუტნიკი“ მაუწყებლობდა,  დირექტორი აღარ ჰყავს. ქეთევან კერესელიძე, რეესტრის მონაცემებით, 19 ნოემბრიდან კომპანიის დირექტორად აღარ ფიქსირდება.

13 ნოემბერს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სპუტნიკის“ მაუწყებლობის სამართლებრივი საკითხის შესწავლა დაიწყო. პარალელურად გამოავლინა შპს „რ-რადიოს“ მიერ N B104 სამაუწყებლო ლიცენზიის პირობის  დარღვევის ფაქტი და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საკითხის შესწავლის მიზნით კომისიამ „რ-რადიოს“ მიმართა. სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად ერთი კვირის სამაუწყებლო ბადის უწყვეტი ჩანაწერი და კომპანია „სპუტნიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი გამოითხოვა.

რეესტრში 19 ნოემბრის ცვლილებებამდე ორი დღით ადრე კომისიამ კომპანიისგან გამოთხოვილი მასალები მიიღო, რომელსაც ხელს უკვე ყოფილი დირექტორი- ქეთევან კერესელიძე აწერდა. წერილში კერესელიძე უარყოფს  საინფორმაციო სააგენტო „რასია სევოდნიას“  მიერ ჩამოყალიბებულ  მულტიმედიურ ცენტრ „სპუტნიკათან“ კავშირს და მაუწყებლობის თაობაზე მასთან ხელშეკრულების არსებობას.

კერესელიძე წერილში განმარტავს, რომ „სავარაუდოდ,  საუბარია ჩვენსა და შპს „საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო ნიუსჯორჯიას“ შორის ზეპირ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზე ჩვენს ეთერში, ერთთვიანი საცდელი ვადით, ყოველდღიურად 4 საათის განმავლობაში, გადის გადაცემები საფირმო ბრენდ-ნეიმით: „რადიო-სტუდია სპუტნიკი საქართველო“.  წერილში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაცია მათ ეთერში რუსული ბრენდის მაუწყებლობის შესახებ „მიზანმიმართული პროვოკაციაა“ ან რამე სხვა მიზნით „არასწორი ინფორმაციიის გავრცელებას და ინტერპრეტირებას“ ემსახურება, რადგან  ვრცელდებოდა არა რუსული კომპანიის, არამედ საქართველოში წარმოებული, „ნიუსჯორჯიას“ მიერ მომზადებული აუდიო კონტენტი.

სხდომას არ ესწრებოდა „რ-რადიოს“ წარმომადგენელი ვახტანგ მგელაძე. მან  კომისიას შეატყობინა, რომ ქვეყანაში არ იმყოფება. კომისიამ საქმის განხილვა დაიწყო, თუმცა საბოლოო დასკვნის გამოცხადება 2 დეკემბრის სხდომისთვის გადადო. ამ დროისთვის ვახტანგ მგელაძე სხდომაზე დასწრებას შეძლებს, საშუალება მიეცემა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და საქმესთან დაკავშირებით კომისიის შეკითხვებს უპასუხოს.

„რ-რადიოს“ უკვე ყოფილი დირექტორი ქეთევან კერესელიძე აღნიშნულ პოსტს 2012 წლიდან იკავებდა. კერესელიძე 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველებში ფიგურირებს. ის პარტიას 30 ათასი ლარით დაეხმარა. „რ-რადიოს“ ორი დამფუძნებელი ჰყავს,- შპს „საზოგადოება მედია ინვესტი“, რომელიც კომპანიის აქციათა 61.5% ფლობს.  და შპს „ხიტ ეფ ემ“, რომელიც აქციათა 38.5% ფლობს. „მედია ინვესტის“ მფლობელი ვახტანგ მგელაძეა, მასვე ეკუთვნის კომპანიები შპს „გლობალ მედია“,  შპს „პრესის სახლი“, შპს „ჯენერალ პრომოუშენი“ და შპს „მედია პროდაქშენი.“  „ხიტ ეფ ემის“ მფლობელი კი ნოდარ დარსაველიძეა.

12 ნოემბერს რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ და მასზე დაყრდნობით ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია რუსული საინფორმაციო სააგენტოს „რასია სევოდნიას“ ახალი ბრენდის, რადიოსადგურ „სპუტნიკის“ საქართველოში მაუწყებლობის დაწყების თაობაზე. „სპუტნიკი“ თბილისის სამაუწყებლო ზონაში  შპს „რ-რადიოს“ კუთვნილ სიხშირეზე FM 101.4-ზე  გადაიცემოდა. „სპუტნიკის“ მაუწყებლობით არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI დაინტერესდა და 13 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც „რ-რადიოს“  “საკითხის მიმართ მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო”,  კომპანიასა და „რია ნოვოსტის“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას სთხოვდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^