Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვლევა: რესპონდენტთა 45% მეტროში სექსუალური შევიწროების მსხვერპლია

27 ნოემბერი, 2014 16:11

2014 წლის სექტემბერში ქალთა საინფორმაციო ცენტრმა თბილისის მეტროს სადგურებში სექსუალური შევიწროების სწრაფი შეფასება ჩაატარა. გამოკითხვაში 200 ქალი მონაწილეობდა.

„200 რესპონდენტიდან 90-ს მეტროში მგზავრობისას სხვადასხვა სახის სექსუალური შევიწროება განუცდია.  რესპოდენტები სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ, ძირითადად, მეტროს მატარებელში -78%,  ბაქანზე - 14%, შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე - 14%   და 6% სადგურის შიგნით სხვა ადგილას.“ - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, შევიწროების ყველაზე ხშირი სახე იყო დაჟინებული მზერა (73%), სექსუალური კომენტარი/ხმა (31%), შეხება (38%), მიწოლა/სხეულზე ხახუნი (14%), საკუთარ სასქესო ორგანოებზე შეხება, დისკომფორტის შექმნის მიზნით (6% )და სხვა (14%).

სექსუალური შევიწროების ფაქტზე რეაქცია არ ჰქონია გამოკითხულთა 78,9%-ს.

ყველაზე ხშირად სექსუალურ შევიწროებას რესპონდენტები საღამოს საათებში განიცდიდნენ - 65,6%.

„რესპონდენტთა 85.5% ამბობს, რომ, როდესაც მეტროში სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ, მათ არავინ დაეხმარა. მხოლოდ 14, 47%-ს დაეხმარნენ, თუმცა პოლიციისთვის არც ერთს არ მიუმართავს.“

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ არც ერთ რესპონდენტს არასდროს მიუმართავს პოლიციისთვის დახმარებისთვის, სექსუალური შევიწროების შემთხვევებში. ეს ფაქტი მოწმობს, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ საზოგადოების ცნობიერება დაბალია და ამ პრობლემას სერიოზულ საფრთხედ ან პრობლემად არ აღიქვამენ. სწორედ ამიტომ კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემის შესახებ საჭიროა საზოგადოების ინფორმირება და კანონი, რომელიც სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოვლენას და პრევენციას შეუწყობს ხელს.

რეკომენდაციები:

  1. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო უსაფრთხო: საზოგადოებრივ ადგილებში უსაფრთხოების დაცვის მეტი საშუალება იყოს.
  2. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება: საზოგადოების ცნობიერების ამაღება, სექსუალური შევიწროებისა და მათი შესაძლო შედეგების შესახებ ( სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება და ა.შ.) ინფორმაციის გავრცელების კამპანიები.
  3. სექსუალური შევიწროების შესახებ მარეგულირებელი კანონების მიღება და სექსუალური შევიწროების, როგორც დასჯად ქმედებად და კანონის დარღვევად განსაზღვრა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^