Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: 2014 წელს ქართველი ხალხის ცხოვრებაში უმეტესობა დღეებისა წინა დღეზე უკეთესი იყო

17 დეკემბერი, 2014 14:03

თუ ჩემი გუნდი შეძლებს იმას, რომ ყოველი მომდევნო დღე ქართველი ხალხის ცხოვრებაში ოდნავ უკეთესი იყოს, ვიდრე წინა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გამართულ მიღებაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ ყოველდღე ოდნავ მეტი ძალისხმევა და სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ. 

„ზოგჯერ შეცდომებიც შეიძლება დავუშვათ, მაგრამ თუ დროის უდიდესი ნაწილი წარმატებული იქნება, მაშინ საქართველო ბევრად უკეთესი ქვეყანა გახდება. თუ გადავხედავთ 2014 წელს, ჩემი აზრით, ქართველი ხალხის ცხოვრებაში უმეტესობა დღეებისა წინა დღეზე უკეთესი იყო. ჩვენ, მართლაც, ძალიან ბევრს მივაღწიეთ რთულ პირობებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, მისი მიზანია, 2015 წელი იყოს ნამდვილი „შრომის წელიწადი“. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის და მისი გუნდი ძალ-ღონეს არ დაიშურებს და იმუშავებს იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრება გაუმჯობესდეს და უზრუნველვყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მშვიდობიანი მომავალი.

„ყოველი დღე ოდნავ უკეთესი იქნება, ვიდრე წინა. იმედის თვალით შევყურებ მომავალ წელს. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გავაღრმავებთ თქვენთან თანამშრომლობას და უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^