Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერიამ 210 ტროტუარზე პარკირება გააუქმა

04 თებერვალი, 2015 22:00

თბილისის მთავრობამ 210 ტროტუარზე პარკირების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, შესაბამისმა სამსახურებმა მერის დავალებით საკითხი შეისწავლეს და რამდენიმე ტროტუარზე  კრიტიკული მდგომარეობა აღმოჩნდა.

როგორც „ლიბერალს" მერიის პრესსამსახურში უთხრეს, ჯერჯერობით, ტროტუარების კონკრეტული სია არ არსებობს და ის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„ავტომანქანების პარკირების შემდგომ იქ აღარ რჩებოდა ადგილი ფეხით მოსიარულეებისათვის. ტროტუარი თავისი პირდაპირი დანიშნულებით, არის სივრცე ფეხით მოსიარულეებისთვის და არა ავტომანქანებისათვის. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება 210 პარკირების ადგილის გაუქმებასთან დაკავშირებით ტროტუარებზე, რაც შვებას მისცემს ფეხით მოსიარულეებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, ადგილებში, სადაც ტროტუარის სიგანე სამ მეტრზე ნაკლებია, ავტომანქანების პარკირება გაუქმდება. 

ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა ინვესტორი კომპანიების მოსაზიდად, რომლებიც მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიან პარკირების ადგილებს ააშენებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^