Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის ცენტრალური ნაწილის მარშრუტებზე ჰიბრიდული ავტობუსები დაინიშნება

10 მარტი, 2015 16:32

საქართველოს და იაპონიის მთავრობებმა 500 მლნ იაპონური იენის (დაახლოებით 4.2 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით არასაპროექტო გრანტის გამოყოფის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. 

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული გრანტის ნაწილით თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ახალი თაობის ავტობუსების შეძენა იგეგმება. კერძოდ, თბილისის ცენტრალურ ნაწილში არსებულ მარშრუტებზე ჰიბრიდული (ელექტრო) ავტობუსები დაინიშნება.

ე.წ. „მწვანე ტრანსპორტის“ პოპულარიზაციის მიზნით, ამავე გრანტით იგეგმება ორი მცირე ზომის ელექტრომობილის შეძენა, რომლებიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაეცემა.

ნოტებსა და თანდართულ დოკუმენტაციას ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი ესწრებოდნენ.

იაპონიის მთავრობამ არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში 1997-2014 წლებში საქართველოს გამოუყო 4,2 მილიარდი იაპონური იენი, მათ შორის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდასაჭერის მიზნით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტების სასამართლო მძიმე დარღვევ ...

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულვებელყოფდ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

ზვიად ძიძიგური ახალი ფრაქციისთვის კონსერ ...

„კონსერვატიული პარტიის“ პარტიის თავმჯდომარემ და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტებმა ბოქლომი სასამართლოშიც მი ...

ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები „ბოქლომის დადების“ პერფომანსის მოსაწყობ ...
^