Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არქი ჯგუფი“: ხეები კანონმდებლობის სრული დაცვით მოიჭრა

28 აპრილი, 2015 17:09

დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფი“ კორპუსის პროექტზე, რომელიც თამარაშვილის 13 ნომერში აშენდება, უკვე 9 თვეა მუშაობს. აღნიშნულ ნაკვეთზე „არქი ჯგუფი“ გეგმავს საცხოვრებელი კომპლექსის - „გრინ სითის“ აშენებას, რომელზეც დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მშენებლობის პერიოდში დაახლოებით 200 ადამიანი დასაქმდება, - დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფი“ თამარაშვილის 13 ნომერში მიმდინარე მშენებლობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„იმის გამო, რომ ტერიტორიაზე ბევრი მწვანე ნარგავია, ამ დროის განმავლობაში მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად პროექტის ოპტიმიზაცია სწორედ იმ მიზნით მიმდინარეობდა, რომ ხეების მოჭრა მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი. ჩვენი მიწის ნაკვეთი 7070 მ2-ია და მოშენება ხორციელდება მხოლოდ დაახლოებით 1600 მ2-ზე. შესაბამისად, მინიმალურად ხდება ნაკვეთის ათვისება, რათა რაც შეიძლება დიდი გამწვანებული ტერიტორია დარჩეს.

ჯერ კიდევ შემოდგომაზე აღნიშნულ ტერიტორიაზე, „არქი ჯგუფმა“ 300-მდე ნერგი დარგო. ამასთან, კომპანიამ მერიას შესთავაზა დამატებითი ტერიტორიის გამოყოფა, რომელზეც კომპანიის სახსრებით 800-დან 1000 ძირამდე ნერგი დაირგვებოდა.

რაც შეეხება ხეების მოჭრას, ნებართვა ავიღეთ 30 ხის მოჭრაზე, რომელთაგან 4 სრულად გამხმარია. დანარჩენი 26-დან კი უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია და უახლოეს წლებში სრულად გახმებოდა. შესაბამისად, ნებართვის გაცემა და ხეების მოჭრა განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით.

„არქი ჯგუფის“ მთავარი პრიორიტეტები, მოსახლეობის ხარისხიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან ერთად, გარემოზე, ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე ზრუნვაა. ამ მხრივ, კომპანიამ ახალი პრეცედენტი შექმნა – ყოველი აშენებული 10 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ ქალაქში 1 ხეს რგავს“, - ნათქვამია „არქი ჯგუფის“ განცხადებაში. 

თბილისში, იპოდრომთან ახლოს, თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში მოსახლეობამ გუშინ შპს „არქი ჯგუფის“ მიერ ხეების ჭრის განახლება გააპროტესტა. აქციას თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპტატი ალეკო ელისაშვილიც შეუერთდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ფაქტის შემდეგ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა, ბიძინა გიორგობიანმა, თანამდებობა უნდა დატოვოს. მოსახლეობასთან შესახვედრად თავად ბიძინა გიორგობიანიც მივიდა. მისი თქმით, მართლაც, კომპანიას არ ჰქონდა ხეების მოჭრის უფლება. იგი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი საკრებულოში ხუთშაბათს უნდა განიხილონ და შესაბამისად, „არქი ჯგუფმა“ კანონდარღვევით მოჭრა დღეს ხეები.

                                                                                                    

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^