Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერია: „არქი ჯგუფის" სამშენებლო კომპანიამ ხეების მოჭრა პირობების დარღვევით დაიწყო

28 აპრილი, 2015 21:36

„27 აპრილს „არქი ჯგუფის“ სამშენებლო კომპანია „გრინ-სითიმ“ თამარაშვილის N13-ში ნარგავების მოჭრის სამუშაოები ნაჩქარევად და გარკვეული პირობების დარღვევით დაიწყო" - ამის შესახებ განცხადებას მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, კომპანიამ სრულად გადაიხადა ნარგავების აღდგენითი ღირებულების თანხა - 88 884 ლარი.

„თავდაპირველად, აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიამ მოითხოვა გაცილებით მეტი ნარგავის მოჭრა, თუმცა, სამსახურის მხრიდან მრავალჯერადი შენიშვნის გათვალისწინებითა და წარმოდგენილი პროექტის კორექტირების შედეგად, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დავიდა" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„თამარაშვილის N13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი და იგივე დროს თბილისის არქიტექტურის სამსახურში შევიდა ქალაქგეგმარებითად არასწორად გამიჯნული რამდენიმე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნა აღნიშნული ნაკვეთების ცალ-ცალკე სამშენებლო განვითარებაზე. იმის გამო, რომ არ მიგვეღო მოუწესრიგებელი სივრცით-გეგმარებითი განაშენიანება და არ მომხდარიყო ტერიტორიის ქაოსური განვითარება, თბილისის არქიტექურის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, მთელი ტერიტორიის სამშენებლო განვითარება განხორციელებულიყო განაშენიანების რეგულირების გეგმის  ფარგლებში. შეჩერდა ცალკეულ ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვების გაცემა და დაიგეგმა ყველა მესაკუთრესთან შეხვედრა გრგ-ს დამუშავებაზე რეკომენდაციების გასაწევად.

მესაკუთრეებმა ზონალურ საბჭოს არაერთხელ წარუდგინეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, თუმცა, ყოველ ჯერზე მათ გარკვეული ხარვეზები უდგინდებოდა. ამასთან, წარმოებაში  ჩართული იყო მომჩივანი მხარეც - მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლები, რომლებიც ახალი მშენებლობის რამდენიმე მეტრით გადაწევას ითხოვდნენ. საბოლოოდ წარმოდგენილ ვერსიაში გათვალისწინებული იქნა კომისიის რეკომენდაციები – ჩამოყალიბდა 2 შიდა ეზო პერიმეტრული განაშენიანებით, რომელთაც სივრცულად ერთმანეთთან ექნება კონტაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სარეკრეაციო სივრცეები შიდა ეზოების ხარჯზე გაზრდილია და ზონისთვის დადგენილი მოშენების ფართი, გამწვანების მაქსიმალური შენარჩუნებით, 0,7-დან შემცირებულია 0.4-მდე. არქიტექტურის სამსახურმა გაითვალისწინა ადგილობრივთა პრეტენზიებიც და საპროექტო შენობა მათ სახლს 25 მეტრით მოშორდა. გრგ-ს ამ ვერსიის განხორციელებას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურიდან ესაჭიროებოდა ხეების მოჭრასა და გადაგრვაზე ნებართვები, რაც დამკვეთებმა წარმოადგინეს. 

27 აპრილს „არქი ჯგუფის“ სამშენებლო კომპანია „გრინ-სითიმ“ თამარაშვილის N13-ში ნარგავების მოჭრის სამუშაოები ნაჩქარევად და გარკვეული პირობების დარღვევით დაიწყო, რასაც ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მხრიდან სწრაფი რეაგირება და ჭრის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერება მოჰყვა. კომპანიამ, მშენებლობის განხორციელების მიზნით, თავის კუთვნილ ტერიტორიაზე ნარგავების მოჭრაზე წერილობითი თანხმობა მიმდინარე წლის 24 აპრილს მიიღო. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა ეხება 30, მათ შორის, 4 გამხმარი ხის მოჭრასა და 19 ხე-მცენარის გადარგვას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის დამტკიცების შესახებ საკრებულოს N17-55 დადგენილებით (თავი 3, მუხლი 26), კერძო მესაკუთრეს უფლება აქვს, მშენებლობის მიზნით მოითხოვოს ხეების მოჭრა სათანადო კომპენსაციის გათვალისწინებით. კანონის შესაბამისად, კომპანიამ სრულად გადაიხადა ნარგავების აღდგენითი ღირებულების თანხა - 88 884 ლარი. თავდაპირველად, აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიამ მოითხოვა გაცილებით მეტი ნარგავის მოჭრა, თუმცა, სამსახურის მხრიდან მრავალჯერადი შენიშვნის გათვალისწინებითა და წარმოდგენილი პროექტის კორექტირების შედეგად, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დავიდა. გაცემული ნებართვის მიუხედავად, თბილისის არქიტექტურის სამსახურის დავალების გათვალისწინებით, სამშენებლო კომპანია ვალდებული იყო, დალოდებოდა ჯერ საკრებულოს მიერ აღნიშნული ტერიტორიის კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყო ნებართვით გათვალისწინებული მოჭრისა თუ გადარგვის სამუშაოები. კომპანიამ ხე-მცენარეების ჭრა კორექტირებული გრგ-ს დამტკიცების გარეშე დაიწყო. ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ, წერილობით მიმართა კომპანიას სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, რაც კომპანიის მხრიდან ასევე მყისიერად შესრულდა. სამუშაოების შეჩერებამდე ტერიტორიაზე 17 ხე მოიჭრა. საკითხი მოსაკვლევად და შემდგომი რეაგირებისთვის თბილისის მერიის ზედამხედველობისა და შიდა აუდიტის სამსახურებს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად, მოსაჭრელი ნარგავების საკომპენსაციოდ უკვე დარგული აქვს 300 ხე-მცენარე მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ახლო მომავალში დამატებით 1000 ხე-მცენარეს დარგავს".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^