Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკრებულოში იპოდრომთან ხეების მოჭრის საკითხის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

29 აპრილი, 2015 14:40

„კომპანია უნდა დალოდებოდა განაშენიანების სრულ გეგმას, რომელიც საკრებულოს  უნდა დაემტკიცებინა“, - თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი ამბობს, რომ არავინ იცის, რა ფორმით დამტკიცდებოდა გეგმა.

„განხილვის შემდეგ შეიძლება, ეს გეგმა საერთოდ არ დამტკიცებულიყო, ამიტომ უნდა დალოდებოდნენ. ახლა შეიძლება სანქციებზეც იყოს საუბარი, ეს მოკვლევაზეა გადაცემული“,  - ამბობს გიორგობიანი.

როგორც მან აღნიშნა, კომპანიამ ხეების ჭრა უნებართვოდ კიარ დაიწყო, არამედ შეთანხმება დაარღვია.

საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. 

„არქი ჯგუფმა“ ხე-მცენარეების ჭრა განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმის დამტკიცების გარეშე დაიწყო“, - თბილისის მერიის განცხადების მიხედვით, 27 აპრილს სამშენებლო კომპანია „გრინ-სითიმ“ თამარაშვილის N13-ში ნარგავების მოჭრის სამუშაოები ნაჩქარევად და გარკვეული პირობების დარღვევით დაიწყო, რასაც ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის სწრაფი რეაგირება და ჭრის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერება მოჰყვა.

მერიის ინფორმაციით, კომპანიამ, მშენებლობის მიზნით, კუთვნილ ტერიტორიაზე ნარგავების მოჭრაზე წერილობითი თანხმობა მიმდინარე წლის 24 აპრილს მიიღო. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა 30, მათ შორის, 4 გამხმარი ხის მოჭრასა და 19 ხე-მცენარის გადარგვას ეხებოდა.

„კანონის შესაბამისად, კომპანიამ სრულად გადაიხადა ნარგავების აღდგენითი ღირებულების თანხა - 88 884 ლარი. თავდაპირველად, აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიამ მოითხოვა გაცილებით მეტი ნარგავის მოჭრა, თუმცა, სამსახურის მხრიდან მრავალჯერადი შენიშვნის გათვალისწინებითა და წარმოდგენილი პროექტის კორექტირების შედეგად, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა, შეძლებისდაგვარად, მინიმუმამდე შემცირდა.

სამშენებლო კომპანია ვალდებული იყო, დალოდებოდა ჯერ საკრებულოს მიერ აღნიშნული ტერიტორიის კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყო ნებართვით გათვალისწინებული მოჭრისა თუ გადარგვის სამუშაოები“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, სამუშაოების შეჩერებამდე ტერიტორიაზე 17 ხე მოიჭრა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^