საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 28-ე ტურის შემდეგ, „სამტრედიასთან“ გამარჯვების შედეგად, გორის „დილა" საქართველოს ჩემპიონი გახდა.
კლუბმა გამარჯვება ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ოფიციალურად მოიპოვა.
„დილას“ უახლოეს მდევართან, „დინამო თბილისთან" 6-ქულიანი სხვაობა აქვს და თუ დარჩენილ ორ ტურში თბილისელები მათ ქულებით გაუთანაბრდებიან, ურთიერთშეხვედრებში მიღწეული დადებითი ბალანსიდან გამომდინარე (სტუმრად გატანილი გოლი), უპირატესობა მაინც „დილას" მიენიჭება.
წელს, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს გორელები წარადგენენ.