Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო► „პარტიზანი მებაღეები" იპოდრომის გრგ-ს დამტკიცებას საკრებულოსთან აპროტესტებენ

18 მაისი, 2015 15:51

სხდომის პარალელურად საკრებულოს შენობის წინ „პარტიზანი მებაღეების“ აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები იპოდრომის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების იმ გეგმას (გრგ) ეწინააღმდეგებიან, რომელზეც საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები მსჯელობენ. აქციის მონაწილეები იპოდრომზე მასშტაბურ მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევენ.

„ვაპროტესტებთ იპოდრომის ტერიტორიაზე 11 საცხოვრებელი სახლის გრგ-ს დამტკიცებას. ამხელა მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელია. მოვითხოვთ ჩვენი უფლების დაცვას, - ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. ხეების ნაწილი უკვე მოჭრეს, გრგ-ს დამტკიცების შემთხვევაში, ეს გაგრძელდება და პროცესი შეუქცევადი გახდება“ - უთხრა „ლიბერალს“ პარტიზანმა მებაღემ, მარიამ ბაქრაძემ.

27 აპრილს იპოდრომის ტერიტორიაზე „პარტიზანი მებაღეები“ და ადგილობრივი მოსახლეობა ხეების მოჭრის შესაჩერებლად შეიკრიბა. მათ ტერიტორიაზე 17 ხის მოჭრა გააპროტესტეს. მერიის ინფორმაციით, 27 აპრილს „არქი ჯგუფის“ სამშენებლო კომპანია „გრინ-სითიმ“ თამარაშვილის N13-ში ნარგავების მოჭრის სამუშაოები ნაჩქარევად და გარკვეული პირობების დარღვევით დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^