Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის ყოფილი ელჩი: ეჭვები „ქართული ოცნების“ პრორუსულობის შესახებ არ გამართლდა

19 მაისი, 2015 13:25

„გარკვეული პერიოდის წინ იყო ერთგვარი შიში, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ქვეყანას დრამატულად შეუცვლიდა საგარეო მიმართულებას და გეზს რუსეთისკენ აიღებდა, თუმცა ეს ეჭვი და შეშფოთება არ გამართლდა", - ამის შესახებ „ამერიკის ხმას" საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიცმა განუცხადა.

იალოვიცის თქმით, მას დღეს არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მმართველი ძალა საქართველოში პროდასავლური არ არის. როგორც იგი აღნიშნავს, საქართველო რთულ ვითარებაშია, რადგან ჩრდილოეთით რუსეთი ესაზღვრება, თვითონ კი დასავლეთისკენ მიისწრაფვის. ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზება საღი ნაბიჯი იყო, თუმცა იგი შემხვედრი ნაბიჯებს ვერ ხედავს.

„არანაირი რადიკალური ცვლილება არ მინახავს საქართველოს პოლიტიკაში, რაც სხვანაირად განსჯის საშუალებას მომცემდა. თქვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს - თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და მონაწილეობს არა ერთ სამშვიდობო მისიაში. ამით ქართველები ერთგული პარტნიორები არიან. მათ ამისთვის აფასებენ. ქვეყანა ავითარებს კავშირებს ევროკავშირთანაც, რაც მთლიანობაში ძალიან მისასალმებელია", - ამბობს იალოვიცი.

„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ მისი გამოწვევები მომავალში აქტიურად განიხილებოდეს ვაშინგტონსა და დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში, იალოვიცი პასუხობს, რომ „საქართველომ უნდა განაგრძოს ყველაფერი, რასაც აკეთებს, დარჩეს კარგ და სანდო პარტნიორად ევროპისა და ამერიკისთვის, განაგრძოს შიდა გამოწვევების მოგვარება და მოაწესრიგოს ეკონომიკური ვითარება, რომელსაც ახლა აშკარად არ ულხინს“.

კენეტ იალოვიცი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად 1998-2001 წლებში მუშაობდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^