Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეროვნულ ბანკში ზედამხედველობის კომიტეტი უქმდება - გახარია განხილვის გადავადებას ითხოვს

11 ივნისი, 2015 0:15

ბიზნესომბუდსმენმა პარლამენტს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვის გადადების თხოვნით მიმართა. გიორგი გახარიას განცხადებით, შესაბამისი თხოვნით მას საბანკო ასოციაციამ მიმართა.

„ჩვენ მივმართეთ თხოვნით პარლამენტს, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა ხვალ არ დაიწყოს და რამდენიმე დღით გადაიდოს“, - აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, მზაობა არის დეპუტატების მხრიდანაც.

პარლამენტი პირველი მოსმენით საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო სექტორის ზედამხედველობის სამსახურის გასვლას ითვალისწინებს. „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონსა და სხვა კანონებში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ხვალ იურიდიულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება.

დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. 



კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^