Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება და მრავალფეროვნების გაშუქება - რეკომენდაციები GPB-ს

25 ივნისი, 2015 17:26

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) და საქართველოს გაეროს ასოციაციამ (UNAG) საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს.

მათი რეკომენდაციები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვან ინფორმირებას, მრავალფეროვნების გაშუქებასა და ეფექტიანი თვითრეგულირების მექანიზმის დანერგვას ეხება.

MDF-სა და UNAG-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები უჩვენებს, რომ რესპონდენტთა ინფორმირებულობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განსაკუთრებით დაბალია.

მათივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმ საინფორმაციო ვაკუუმის შევსებაში, რომელიც სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში არის შექმნილი, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს, კანონით უმცირესობების ენებზე გადაცემების მომზადება და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეების სრულფასოვანი ინფორმირება ევალება.

MDF-სა და UNAG-ის რეკომენდაციით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, საზოგადოებრივი არხის სიგნალის გავრცელების პრობლემა გვარდება, რასაც მაუწყებელმა უმცირესობების ენებზე მომზადებული სათანადო პროგრამირებით უნდა უპასუხოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ კვალიფიციური საინფორმაციო გადაცემები მოამზადოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის სათანადო ინფორმირება მიმდინარე პროცესების შესახებ.

რაც შეეხება მრავალფეროვნების გაშუქებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიის განვითარების ფონდის მონიტორინგის „სიძულვილის ენა და ქსენოფობია“ (2014 წლის თებერვალი-2015 წლის თებერვალი) შედეგები ცხადყოფს, რომ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა თემების გაშუქების მხრივ ჟურნალისტური კულტურა, ღირებულებები და ნორმები მკვეთრდად პოლარიზებულია. ერთი მხრივ, იკვეთება რადიკალური მედია, რომელიც თავად არის დისკრიმინაციის წყარო და პლატფორმა ექსტრემისტული ჯგუფების შეუწყნარებლობის ტირაჟირებისთვის, მეორე მხრივ, კი მედია, სადაც ქსენოფობია სარედაქციო პოლიტიკის რანგში აყვანილი არ არის, თუმცა უმცირესობათა საკითხების გაშუქებისას, პროფესიული სტანდარტების ცალკეული დარღვევები იკვეთება.

MDF-სა და UNAG-ის რეკომენდაციით, უმცირესობათა წარმომადგენლების თემების გაშუქება არა მხოლოდ ნეგატიურ მოვლენებთან - კონფლიქტები, ინციდენტები, სიძულვილის გამოვლინება და.აშ. უნდა ხდებოდეს, არამედ ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, როგორც თანასწორისთვის საერთოა.

„მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მზარდი თურქოფობიული და ისლამოფობიური განწყობების გამო, საჭიროა საზოგადოებისათვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება საქართველოს მოქალაქე მუსლიმების, ასევე მეზობელი თურქეთის სახელმწიფოს, რომელიც ხშირად სწორედ ქართველ მუსლიმებთან არის გაიგივებული, შესახებ, რათა არ მოხდეს მცდარი წარმოდგენების ტირაჟირება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მრავალფეროვნების საკითხებზე გაშუქების ხარისხის ამაღლება მედიის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანი თვითრეგულირების მექანიზმების დამკვიდრებაზეა დამოკიდებული. ამიტომ მათი რეკომენდაციებით, სიძულვილის ენასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, მიზანშეწონილია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადახედოს თვითრეგულირების ორგანოში მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის ფაქტებზე საქმეების განხილვის პრაქტიკას და ამ თვალსაზრისით სამეურვეო საბჭოს, როგორც სააპელაციო ორგანოს, პასუხისმგებლობაც გაიაზროს.

ამასთან, ორგანიზაციებს მიჩანით, რომ მიზანშეწონილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მოთხოვნების დაცვა ჟურნალისტებისათვის, ასევე გარე სტუდიებისა და მოწვეული კომენტატორებისთვის კონტრაქტით გახდეს სავალდებულო.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^