Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხადური: 2016 წელს საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტებს დარჩებათ

23 სექტემბერი, 2015 16:13

მომავალ წელს პირველად საქართველოში საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დარჩება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მტავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა მედიას 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები გააცნო.

„გვექნება 3%-იანი ეკონომიკური ზრდა; 3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი და დაახლოებით 4-4.5%-იანი ინფლაცია, რაც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკით არის გათვალისწინებული“, - თქვა ნოდარ ხადურმა.

მინისტრის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები დაახლოებით 8.5 მლრდ. ლარი იქნება; სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები კი დაახლოებით 10 მლრდ. ლარს მიაღწევს.

ხადური ირწმუნება, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც ლარის კურსზე მოქმედებდა ამოწურულია და ბოლო დღეებში აშკარად შეიმჩნევა მისი ცვლილება.

„გაცვლით კურსი ორ ფაქტორზე - საგარეო ვალის აღებასა და მის დაფარვაზე ზემოქმედებს", - თქვა ხადურმა, - ეროვნულ ბანკთან და სავალუტო ფონდთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ, შეგიძლიათ ნახოთ, როგორი იქნება მომავალ წელს ბიუჯეტში საგარეო დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლები და როგორი იქნება ვალები. არავითარი რადიკალური ცვლილება გაზრდის მიმართულებით არ იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტი არც აქამდე და არც შემდგომშიგაცვლით კურსზე გავლენას არ მოახდენს".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^