Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თოფაძე: მალე საქართველოში სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება

26 ოქტომბერი, 2015 23:07

„მალე საქართველოში სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება, იმიტომ ის იყო გენიალური პიროვნება, მე-20 საუკუნეში აღიარებული“, - ამის შესახებ „მაესტროს ფაქტორში“ სტუმრობისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ განაცხადა.  

მან ამავე გადაცემაში სტუმრად მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი წამებისა კადრების გამო გააკრიტიკა.

„ბატონო გოგი, წამებაზე როგორ ლაპარაკობთ, სტალინის მეხოტბე ხართ“, - ასე უპასუხა კანდელაკმა თოფაძის რეპლიკას.

კანდელაკის საპასუხოდ თოფაძემ აღნიშნა, რომ მალე ყველა მიხვდება, რომ სტალინმა დიდი სიკეთე გააკეთა.

„მას მთელი მსოფლიო თვლის ერთ-ერთ დიდ პიროვნებად. კანდელაკია თუ ვიღაც, რა უფებით ლანძღავს სტალინს, გეკითხებით მუსოლინის ძეგლი რატომ დგას იტალიაში?

მგონია, რომ სტალინი იყო სიმბოლო საქართველოსი, ჩინეთში ჩასული რომ იყო ჩვენი დელეგაცია, თან გადაყვნენ, სტალინის ქვეყნიდან არიანო. მე მიმაჩნია, ის იყო საქართველოსთვის საამაყო ადამიანი... ჩემი თანაგუნდელები და ჩემნაირი ხალხი ყველა არის ამ აზრზე, რომ სტალინი იყო გამოჩენილი პიროვნება. არ აქვს უფლება არცერთ ქართველს, ასე ხელაღებით ილაპარაკოს სტალინზე“, - თქვა თოფაძემ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებ ...

უცვლელად გთავაზობთ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ...
18 ივლისი
18 ივლისი

ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის სამომავლო გ ...

დღეს, 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ „ტელეკომპანია საქმეზე „რუსთავი 2“ საქართვ ...
^