Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TDI-მ მხატვარი ლია უკლება კატო მიქელაძის პრემიაზე წარადგინა

11 ნოემბერი, 2015 0:33

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) კატო მიქელაძის პრემიაზე ლია უკლება წარადგინა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება, წლების განმავლობაში მეთოდურად მუშაობს ადამიანის უფლებებისა და, კონკრეტულად, ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით".

„სრულიად გამორჩეულია მისი წვლილი ხელოვნების მეშვეობით პატრიარქალური კულტურისთვის დამახასიათებელი ტაბუებისა და სტერეოტიპების ნგრევაში. 
ლია უკლებას ნახატები და ინსტალაციები არის ღია პროტესტი ქალთა ჩაგვრისა და რელიგიის სახელით ძალადობის წინააღმდეგ. 

მის ნამუშევარს, "ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით" დიდი გამოხმაურება მოჰყვა მას შემდეგ, რაც ნახატი 2015 წლის ოქტომბრის თვეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გამოიფინა. 

"ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით" საპატრიარქოს მიერ აღქმული იქნა, როგორც უპრეცედენტო შეურაცხყოფა ქართველი ერისა და მართლმადიდებლობისა. დღემდე, ლია უკლებას წინააღმდეგ გაისმის მუქარები, მათ შორის უმაღლესი სასულიერო პირების მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ ლია უკლებას თავისი შემოქმედებითი და სამოქალაქო გამბედაობით ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, როგორც ქალთა უფლებების დაცვასა და აქტუალიზაციაში, ასევე, იმ ძალადობაზე დაფუძნებული კულტურის რადიკალურ კრიტიკაში, რომელიც არამარტო ქალთა უფლებების, არამედ საქართველოში სამოქალაქო კულტურის, აქტივიზმის, პლურალიზმის წინააღმდეგაა მიმართული" - ნათქვამია TDI-ს განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^