Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰაკერთა ჯგუფი Anonymous „ისლამურ სახელმწიფოს" ომს უცხადებს

16 ნოემბერი, 2015 14:09

ჰაკერთა ანონიმური ჯგუფი Anonymous, პარიზში განვითარებული მოვლენების გამო, „ისლამურ სახელმწიფოს" ომს უცხადებს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ჯგუფმა პარასკევს ღამით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნიღბიანი პირი ISIS-ს მიმართავს - „უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ გიპოვით და არ გაგიშვებთ",

„ყველაზე დიდ ოპერაციას დავიწყებთ თქვენ წინააღმდეგ. მოელოდეთ კიბერთავდასხმებს. ომი გამოცხადებულია, მზად იყავით. ფრანგი ხალხი თქვენზე ძლიერია და ამ ძალადობის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი იქნება" - აცხადებს ნიღბიანი პირი. 

ჰაკერთა ჯგუფმა, რომელშიც აქტივისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან გაწევრიანებულები, ISIS-ის წინააღმდეგ კამპანია შარლი ებდოს ოფისზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო.

Foreign Policy-ს გამოძიების თანახმად, ჯგუფმა „ისლამური სახელმწიფოს" 149 ვებგვერდი გატეხა, ამასთან Twitter-ის 101 000 პროფილი და 5 900 პროპაგანტისტული ვიდეო გამოამჟღავნა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^