მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, ჭიათურაში, "პერევისის" მაღაროში აფეთქების შედეგად 26 წლის ზურაბ გამეზარდაშვილი და 50 წლის ტარიელ ბიწაძე დაშავდნენ. გამეზარდაშვილს ორივე თვალი დაუზიანდა და მხედველობა დაკარგა, ბიწაძეს კი ერთი თვალი აქვს დაზიანებული.
"საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ფაქტის კვლევის კომისიის შექმნას და კომისიაში პროფკავშირის შრომის ტექნიკური ინსპექტორების ჩართვას მოითხოვს", - წერია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.